იტალიაში უკანონობის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა გაჩაღდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობას ან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევას არ ვგულისხმობთ.
საქმე ფეხბურთს ეხება და ერთი ძველი, გენიალური ქართული მხატვრული ფილმისა არ იყოს, უამრავ გულშემატკივარს უთხრეს რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო. არადა, იტალიაში ფეხბურთი რომ სიგიჟემდე უყვართ და ლამისაა რელიგიის დონემდე ჰყავთ აყვანილი საქვეყნოდ ცნობილი ამბავია.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იტალიის ხელისუფლებამ ბრძოლა იმ ინტერნეტ-საიტებს გამოუცხადა, რომლებიც სერია A-ს მატჩებს გულშემატკივარს არალეგალურად სთავაზობდნენ. ოპერაციას კი „უფასო ფეხბურთი“ დაარქვეს.
პოპულარული იტალიური გამოცემის Corriere Delo Sport-ის ინფორმაციის, სამართალდამცავებმა ასეთი 114 ვებ-გვერდი დახურეს. „ჩვენი პროდუქტი ბრენდია და პატიოსანი ქომაგების უფლებები, რომლებიც მასში თანხას იხდიან დაცული უნდა იყოს,“ – ამბობს სერია ა-ს აღმასრულებელი დირექტორი ლუიჯი დე სიერვო.
შეგახსენებთ, სერია A-ს 2019/2020 წლების სეზონი, სხვა ტოპ ჩემპიონატებისგან განსხვავებით ყველაზე გვიან დაიწყო და გუნდებმა ჯერ მხოლოდ ორი ტური ითამაშეს.
ქულათა მაქსიმუმის აღება კი მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“, „ინტერმა“ და „ტორინომ“ მოახერხეს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
