პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ეკოლოგიური ინიციატივების წამოწევით არის დაკავებული. ოლიმპიურ ობიექტებზე „მწვანე“ ელექტრო ენერგიის გამოყენების კვალდაკვალ, ჩინელებმა ბრძოლა გამოუცხადეს გარემოში მოჭარბებული ნახშირორჟანგს (CO2 ).
ყინულის ყველა დარბაზი აღჭურვილი იქნება ახალი ბუნებრივი გამაგრილებელი სისტემებით, რომელიც პრაქტიკულარ არ აბინძურებს ჰაერს.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელთა განცხადებით, მსგავსი შედეგის მისაღწევად საჭიროა 1.2 მილიონი ხის დარგვა ან თითქმის 4 ათასი ავტომობილის ერთწლიან ექსპლოატაციაზე უარის თქმა.
`პეკინი 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივას არა მარტო ჩინეთში შეუძლია კლიმატის შეცვლის პრობლემის აღმოფხვრა, არამედ მთელ მსოფლიოში,“ – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის პეკინში მეოთხე სტუმრობისას განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსმა.
პეკინში და საერთოდ ოლიმპიურ თამაშებზე მსგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს პირველად გამოიყენებენ ისეთ არენებზე, სადაც იასპარეზებენ ციგურებით მორბენლები, შორტ-ტრეკისტები, კერლინგისტები, ფიგურულად მოციგურავეები და ჰოკეისტები.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
