„შერიფთან“ ნამატჩევს „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ქართული და ხორვატული სპორტული მედია ოდნავ უხერხულად შეადარა.
გაგვიკვირდა და გვეწყინა, რადგან ბატონი გიას პროფესიონალიზმში არასოდეს დავეჭვებულვართ და მედიასთან ურთიერთობაშიც არაფერი შეშლია. ამად იყო, რომ ჩვენი პასუხიც მკვეთრი გამოვიდა.
ზაგრების „დინამოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების მიმართ ბოდიშით დაიწყო და კონკრეტული ფრაზა ზედმეტ ემოციურობას მიაწერა.
„ვიდრე შეკითხვებზე გიპასუხებთ, მსურს ბოდიში მოვიხადო, რადგან წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მისამართით უხეშად ვისაუბრე. ჯობდა ჩემი გუნდის თამაშზე და საფეხბურთო ნაწილზე გამემახვილებინა ყურადღება,“- თქვა „საბურთალოს“ მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა.
ყველაფერი თავის ადგილას დადგა: მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა პროფესიონალიზმში და იმაში, რომ მართალი კაცია. ჩვენც „საბურთალოს“ წარმატებას ვუსურვებთ და მომავალი კეთილგანწყობილი თანამშრომლობის იმედსაც ვიტოვებთ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
