ოხ, ნეტავი ერთად იყოს…

Home აქეთურ-იქითური ოხ, ნეტავი ერთად იყოს…
ოხ, ნეტავი ერთად იყოს…

კაცს რომ არც ბედი ექნება და არც სასკოლო გეოგრაფიული განათლება, ზუსტად ეგრეა პორტუგალიელი ალვარო რივეირას საქმე.

მისმა საყვარელმა „ბენფიკამ“ მეოთხედფინალის პირველ მატჩში „აინტრახტს“ 4:2 მოუგო, რის შემდეგაც ალვარომ გადაწყვიტა, გუნდის ტრიუმფს გერმანიაში, საპასუხო მატჩზეც დასწრებოდა და:

მანქანას ცოტა ხელი შეავლო…

შეადგინა ოპტიმალური მარშრუტი…

16.5 საათი საჭესთან იჯდა…

გერმანიაში პარიზის გავლით ჩავიდა და ეგრევე ფრანკფურტს მიაშურა…

მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფრანკფურტი ორია – ერთი მდინარე მაინზე და მეორე მდინარე ოდერზე.

ჰოდა, ამ ჩვენმა ბედოვლათმაც მეორეს მიაშურა. ორ ფრანკფურტს შორის მანძილი კი 600 კილომეტრია და ბუნებრივია, მატჩს ვერ დაეწრო, ხოლო მისმა საყვარელმა გუნდმა 0:2 დათმო და ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".