აი, სეირი: მაშინ როდესაც მთელი „ტოტენჰემი“ და მათი ფანობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გიჟურ გასვლას ზეიმობდა, ლონდონელთა ნახევარმცველი მუსა სისოკო ცრემლით გასახდელ ოთახს ალბობდა.საქმე იმაშია რომ, სისოკოს „ტოტენჰემი“ გავარდნილი ეგონა, რაკიღა მანჩესტერელთა მეხუთე გოლისას, რომელიც მოგვიანებით ვიდეორეფერიმ გააუქმა, სიმწრისგან გულმოკლულმა უმალ გასახდელს მიაშურა…
„თავზარდაცემული ვიყავი, საშინლად იმედგაცრუებული, სრულიად მარტო აღმოვჩნდი გასახდელში, იქ კი ტელევიზორი არ იყო. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ყველაფერი დამთავრდა, გავარდით… და ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე გასახდელში გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი არ შემოვიდა – დაუჯერებელია, ჩვენ ეს შევძელით, მითხრა მან… ასეთ ისტორიულ მომენტს ვერ გამოვტოვებდი, მაშინვე მაისური გადავიცვი და თანაგუნდელების უზომო სიხარულს შევუერთდი.“
ასეთი ემოციური შოკი განიცადა ფრანგმა მუსამ…
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
