ბეილი წევს და საქართველოზე წერს

Home სიახლეები ბეილი წევს და საქართველოზე წერს
ბეილი წევს და საქართველოზე წერს

უელსის ნაკრების კაპიტანმა გარეთ ბეილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა — გული მწყდება, რომ ახლა ნაკრებთან ერთად თბილისში არ ვარ და გუნდს უახლოეს ორ მატჩში —საქართველოსთან და ირლანდიასთან — ვერ დავეხმარები, იმედია, ნაკრები შინ გამარჯვებული დაბრუნდება, — დასძინა უელსელთა ლიდერმა. ფეხბურთის ქომაგს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტრავმიანობა, აბა, როგორ უნდა გაუხარდეს, თუმც ისიცაა, რომ ბეილის არყოფნა ჩვენების წარმატების შანსს გაზრდის,  ჩვენების წარმატება ხომ ყველაზე ყველაფერს წონის.