„დორტმუნდის” შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მხარს უჭერს იმ გერმანელს გულშემატკივრებს, რომლებიც ორშაბათობით ბუნდესლიგის თამაშების გაუქმებას ითხოვენ.

„ორშაბათის თამაშებს აბსოლუტურად გავაუქმებდი. მათი არსებობა უბრალოდ სასაცილოა”, — თქვა ფავრმა „ფრაიბურგთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. ამ შეხვედრის პირველი ტაიმის უმეტესი დრო (დათქმული იყო 20 წუთი), გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა საპროტესტო დუმილში გაატარეს.

ფავრი: „გულშემატკივრების დუმილმა გული დამწყვიტა, რადგან როდესაც ისინი ხმაურობენ თავს უკეთესად ვგრძნობთ. ჩვენ ეს ყიჟინა მოგვწონს და გვჭირდება, თუმცა, ვიმეორებ, მათი აბსოლუტურად მესმის”.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გადაწყვიტა ბუნდესლიგაში ორშაბათის თამაშები 2021/22 წლების სეზონიდან გააუქმოს. პარალელურად, მთელს მსოფლიოში იზრდება ფანების პროტესტი ფეხბურთის კიდევ უფრო მეტი კომერციალიზაციის წინააღმდეგ.