ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდის” ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, არადა სულ 20 წლისა გახლავთ. ის გერმანიაში 2015 წელს გადმობარგდა, როდესაც ჯერ კიდევ საყმაწვილო გუნდის ფეხბურთელი იყო. მაშინ „დორტმუნდის” დიდ გუნდს იურგენ კლოპი წვრთნიდა და პულიშიჩი უკვე თვალში მოსდიოდა.
„ჯერაც ყმაწვილთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც კლოპმა პირველად მავარჯიშა პროფესიონალებში, — მოყვა ამერიკელმა „გოლთან” ინტერვიუში, — ამით მან დიდი გუნდის გემო გამასნჯა”.
თუმცა კლოპსა და პულიშიჩს შორის ახლო ურთიერთობა ვერ ჩამოყალიბდა, რადგან ამერიკელის დიდ გუნდში გადასვლიდან სულ ცოტა ხანში გერმანელი მწვრთნელი ლივერპულის გზას გაუდგა.
„კლოპის ხეირიანად გაცნობა ვერც კი მოვასწარი, მაგრამ თანაგუნდელებისგან მის შესახებ ბევრი ისტორია მსმენია და ეს ისტორიები ძალიან მომწონს. იმ მოკლე დროის განმავლობაში, რაც ჩემი მწვრთნელი იყო, ის კარგად მექცეოდა. ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები. დიდებული ადამიანია და მიხარია, როდესაც ვხედავ, რა კარგად მუშაობს ინგლისში”, — თქვა შემტევმა ნახევარმცველმა რომელსაც დორტმუნდელთა შემადგენლობაში უკვე 76 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
პულიშიჩს კი კლოპზე იმიტომ ალაპარაკებენ, რომ ბოლოხანს გავრცელებული ხმების თანახმად ის მალე შეიძლება „ლივერპულის” ფეხბურთელი გახდეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
