დიდი ხანი ყოყმანობდა უელსელი შემტევი ნახევარმცველი, დარჩენილიყო თუ არა მადრიდში.
მის უკმაყოფილებას მცირე სათამაშო დრო იწვევდა და ამას საკუთარი შესაძლებლობების დაუფასებლობად თვლიდა.
როგორც კი გარეთ ბეილმა წაიწუწუნა, ჰორიზონტზე „მანჩესტერი“ გამოჩნდა, მაგრამ…
ჯერ იყო და, კრიშტიანუ რონალდუ გაიტალიელდა, რამაც ბეილის შანსები გაზარდა…
მერე „რეალმა“ და პსჟ-მ ერთხმად გამორიცხეს სამეფო კლუბში ნეიმარის ტრანსფერი – ესეც მეორე წყალი ბეილის წისქვილზე…
გადამწყვეტი გუნდის ახალ მწვრთნელ ხულიან ლოპეტეგისთან საუბარი აღმოჩნდა. ლოპეტეგის თქმით, რონალდუს წასვლის შემდეგ ბეილის ის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრებს, რომელმაც წარმოქმნილი სიცარიელე უნდა შეავსოს. ბუნებრივია, მას არც სათამაშო დროის მხრივ შეექმნება პრობლემა. ხელი ხელს დღეს დაურტყეს. ბეილი რჩება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
