რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა.
გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მაღალი წნევა და გულის შუილები აქვს. დიდი დიეგო პროფილაქტიკური მოსაზრებით სასწრაფოდ ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც უწამლეს და გვიან, კერძო თვითმფრინავით, მოსკოვში გაფრენილა.
კაცის ცუდად ყოფნაზე ხუმრრობა როგორ შეიძლება, მაგრამ სოციალურ ქსელში ერთ გულშემატკივარს მოსწრებულად დაუწერია, ეტყობა პეტერბურგში ამდენი მუზეუმის დათვალიერებამ გადაღალაო.
ეს ყველაფერი კი იმ შეხვედრის დროს მოხდა, რომელშიც არგენტინამ ნიგერიას 2:1 მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. ანგარიში მე-14 წუთზე მესიმ გახსნა, 51-ზე მოზესმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო 86-ზე როხომ სამხრეთ ამერიკელების გამარჯვება გამოჭედა.
ფრანგები და არგენტინელები ერთმანეთს შაბათს, 18 საათზე, ყაზანში შეხვდებიან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
