არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. მიზეზი: მუხლის ტრავმა.
ექიმებმა დაასკვნეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერის რუსეთში გამგზავრებას აზრი საერთოდ არ აქვს. ალბისელესტემ ტვიტერზე ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც 31 წლის ფეხბურთელისთვის სამწუხარო ამბავი წერია: „დღეს სერხიო რომეროს მარჯვენა მუხლი დაუშავდა, რის გამოც მას ნაკრების დატოვება მოუწევს”.
არგენტინელებს რომეროს გარდა კიდევ ორი მეკარე ჰყავთ გამოძახებული — ვილი კაბალერო და ფრანკო არმანი.
„მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში რომერომ ბოლოს 13 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, „უოტფორდის” წინააღმდეგ ითამაშა.