„მისი სახელი ანდრესინიო რომ ყოფილიყო, ერთხელ კი არა ორჯერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” — დაიცვა თანამემამულე „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მიუნხენის „ალიანს არენას” მიქს-ზონაში, როდესაც ანდრეს ინიესტას შესახებ ჰკითხეს.

მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ინიესტა „ბარსელონადან” სავარაუდოდ წავა და ამიტომ მის განვლილ კარიერაზე ახლა განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა” დიდ ფეხბურთელს ბოდიშიც კი მოუხადა, 2010 წელს „ოქროს ბურთით” რომ ვერ დააჯილდოვა. არადა, იმ წელიწადს ინიესტამ და არგენტინელმა ლეო მესიმ „ბარსელონაში” ერთნაირი ტიტულები მოიპოვეს, მაგრამ მესისგან განსხვავებით ინიესტა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და თან ფინალში გოლი გაიტანა. რასაკვირველია, ამ ყველაფერთან ერთად ლა მანჩელი მთელი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ თამაშობდა, თუმცა „ოქროს ბურთი” მაინც მესის ეგრო.

რა იგულისხმა სეხიო რამოსმა როდესაც „ანდრესინიო” ახსენა? ესპანელი ჟურნალისტების აზრით აქ ორი ვარიანტია: ერთი, ინიესტა ბრაზილიელი ყოფილიყო მას მეტად დააფასებდნენ  და მეორე, მას მეტად დააფასებდნენ იმ შემთხვევაში, უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო. სავარაუდოდ, პირველი ვარიანტია სწორი.