ცოტაც და ძიუდოში თბილისის გრანპრის გუნდურ პირველობას ფრანგი ქალბატონები დაისაკუთრებდნენ. ფრანგებმა თბილისიდან ხელს 5 ოქროს მედალი გააყოლეს და ყველაფერს ვაჟთა შორის მძიმეწონოსანთა ფინალი წყვეტდა. მძიმე წონა ყოველთვის ელიტარულად ითვლებოდა, თუცა ბოლო წლებში შევეგუეთ, რომ გოლიათთა ჭიდილში ყველაფერს გაფრთხილებები წყვეტდა. გურამ თუშიშვილის დაპირისპირება ირანელ ფალავანთან გამონაკლისი აღმოჩნდა. მომხვდური აშკარად ჯანზე იყო და ჩვენებურს ვაზარიც აართვა, თუმცა გურამმა ჯანს ჯანი დაუპირისპირა და შეხვედრასთან ერთად ტურნირსაც ირანელის ტატამზე გართხმა-შებოჭვით დაუსვა წერტილი. საქართველოს ჰიმნით დაწყებული გრანპრი საქართველოს ჰიმნითვე დასრულდა.
ცალკე უნდა გამოვარჩიოთ 17 წლის თვალხატულა მარიამ ჭანტურია, რომლის ბრინჯაოსაც ოქროს ელფერი დაჰკრავს და მომავალი წარმატებების საწინდარია. ტურნირმა ძიუდოს რამდენიმე ვარსკვლავი, პირველ რიგში კი ჯერ დარეგისტრირებული, მერე კი უარზე წასული ტედი რინერი მოისაკლისა. ეს სულაც ვერ აკნინებს ქართულ ტრიუმფს, აქ მოპოვებული სარეიტინგო ქულები კი ჩვენს ფალავნებს ხვალ-ზეგ სხვა ტურნირებზე წაადგებათ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
