გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, „იუვენტუსის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ მონდიალზე წასაყვანი 23 კაცის შერჩევისა და ამ სიაში მოხვედრის სირთულეებზე ილაპარაკა.

„ამოცანა მხოლოდ 23 საუკეთესო მოთამაშის შერჩევა კი არ არის, ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთს მათი ხასიათები და ამპლუები შეუხამო. დღეს გერმანელებს შეგვიძლია მაღალი დონის ფეხბურთელების ფართო სია ჩამოვწეროთ, მაგრამ ამ სიიდან რამდენიმე ღირსეულს ბოლოს აუცილებლად დაწყდება გული. ოთხი წელიწადი ფეხბურთში ძალიან დიდი დროა. გუნდში ადგილი დაჯავშნული არავის აქვს. ყველამ, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა სურს ბევრი უნდა იმუშაოს”, — თქვა ხედირამ.
მსოფლიოს ჩემპიონატის თემასა და გერმანიის ნაკრების კანდიდატთა სიას 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ 2014 წელს არგენტინასთან ფინალში გოლისა და საგოლე პასის ავტორები, მარიო გიოტცე და ანდრე შურლე „რუსეთი 2018″-ზე წასაყვანები არ არიან.
„ჩემი აზრით მსოფლიოს წინა ჩემპიონატის შემდეგ გიოტცესა და შურლეს პოზიციებზე ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებიც მათზე უკეთ თამაშობენ” — დაწერა მათეუსმა Sky სპორტის საიტზე თავის სვეტში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
