
მარიო გომესმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, სადაც მან „ბაიერნის” თავდამსხმელთან, სანდრო ვაგნერთან კონკურენციაზე ილაპარაკა. ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და ნაკრებში მოხვედრის თემა წინა პლანზე იწევს.
ცოტა ხნის ხნის წინ შტუტგარტელმა Welt am Sonntag-ის ფურცლებზე ვაგნერს კბილი გაკრა. „ფრაიბურგთან” 4:0-ის მოგების შემდეგ, ოთხიდან ერთი გოლის გოლის ავტორმა ვაგნერმა კონკურენტს უპასუხა. შემდეგ კი როგორ ჩანს, გომესმა მდგომარეობის დაწყნარება გადაწყვიტა და „შპორტ ბილდს” ასე უთხრა:
„სულელი არ ვარ. კარგად ვხვდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ხალხი გომესი vs ვაგნერის თემაზე ილაპარაკებს. მაგრამ, მე თუ მკითხავთ ეს სისულელეა. სანდროსთან არანაირი დუელი არ მაქვს. უბრალოდ, მინდა კარგად ვითამაშო, დასახულ მიზნებს მივაღწიო და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდე. სხვა არაფერი მაინტერესებს.
ვინ იცის, იქნებ იოახიმ ლიოვი კონკურენტებად საერთოდ არ მიგვიჩნევს. იქნებ მწვრთნელისთვის სულაც არ არსებობს დილემა გომესი თუ ვაგნერი. იქნებ მისთვის გომესი და ვაგნერი უფრო მისაღებია”.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
