„პარი სენ ჟერმენისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ფანებს „პარკ დე პრენსზე“ თამაშის ნახვამდე ორიკვირიანი ლოდინი მოუწევთ. როგორც ფრანგული მედია იუწყება ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ საფრანგეთის ჩემპიონისა და „რენის“ მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გადაიტანა.
შეხვედრა კვირას, 23 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო, მაგრამ „პარკ დე პრენსის“ მოედანი ზაფხულის მზეს ისე დაუზიანებია, რომ გამოსაცვლელია. საინტერესოა, რომ ბალახი მაღალ ტემპერატურას ბოლო კვირამდე უძლებდა, მაგრამ ბოლო კვირას ვეღარ გაუძლო.

საფრანგეთის პროფლიგამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „პარი სენ ჟერმენისგან“ გაზონის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო, რის პასუხადაც ადგილზე შესაბამისი პროფილის მქონე ფირმის წარმომადგენელი მიავლინა. წარმომადგენელმა „პარკ დე პრენსზე“ გაზონის მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა, რომ სიცხისგან დაზიანებულ ზედაპირზე თამაში ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო არ არის.
ამას მოჰყვა საგანგებოდ გამოყოფილი კომისიის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ სად სჯობია თამაშის ჩატარება. გაირკვა, რომ ამ ეტაპზე ალტერნატიული სტადიონის გამოძებნა არ ხერხდება, რის გამოც გადაწყდა, რომ სჯობს პირველ წრეში გუნდებმა რენში ითამაშონ, ხოლო მეორე წრის შეხვედრა პარიზში გაიმართოს.
თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია რიგ ლოჯისტიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. შეექმნათ სირთულეები პარიზელ გულშემატკივრებს, რომელთაც რენში ჩასასვლელად დრო და საშუალება უნდა გამოენახათ, თუმცა უკვე გავრცელდა ცნობა, რომ „რიაზონ პარკზე“ სტუმართა სექტორში ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა.
მომდევნო საშინაო შეხვედრა პსჟ-ს 4 სექტემბერს „მონაკოსთან“ უწევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 07:26კვარა პარიზის ნაცვლად სტუმრად ითამაშებს
აქეთურ-იქითური19/08/2026 | 09:47მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
სიახლეები19/08/2026 | 06:54მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
მთავარი ამბავი18/08/2026 | 09:23როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
