„ვილიარეალმა“ „გალათასარაისთან“ ამხანაგურ მატჩში აჩვენა, რომ სეზონისთვის მზად არის. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტამბოლის „რამს პარკზე“, რომლის ისტორიული სახელია „ალი სამი იენი“ წარმოჩნდა როგორც შეტევაში სახიფათო, ბრძოლისუნარიანი გუნდი.
„ვილიარეალმა“ ითამაშა იმ შემადგენლობით, რომლითაც დიდი ალბათობით გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წარდგება.
პირველი ტაიმი გამორჩევით კარგი იყო. სტუმრები დამსახურებულად გავიდნენ წინ. ინიეგო პერესის შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს, ითამაშეს პრესინგი და როგორ პოზიციური, ასევე კონტრშეტევების დროს შექმნეს სახიფათო მომენტები.
შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მასპინძლებმა თავიანთ საჯარიმოში ხელით ითამაშეს და აიოზე პერესმა მე-3 წუთზე პენალტი გაიტანა. ორ წუთში ვიქტორ ოსიმენმა მოწინააღმდეგის დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაქვითა.
ამის შემდეგ ინიციატივას „ვილიარეალი“ დაეუფლა და არცთუ ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა. ერთადერთი, რაც მას შეიძლება გულშემატკივარმა უსაყვედუროს, შედეგიანი საბოლოო დარტყმის ნაკლებობა იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჟორჟ მიქაუტაძის გუნდი კარგად უტევს, მაღალ პრესინგს კარგად თამაშობს, კონტრშეტევაზე სახიფათოა, მაგრამ დაცვის ხაზში აქვს პრობლემები.
ამ შეხვედრაში გოლების გატანა შეეძლოთ აიოზეს, რომეროს, მოლეიროს და მიქაუტაძეს, რომელმაც 41-ე წუთზე მაინც მიაღწია თავისას.
„გალათასარაისგან“ გოლების გატანა სანეს და ოსიმენს შეეძლოთ. შეხვედრის ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო ოსიმენის კონფლიქტი ესპანური გუნდის მცველებთან, რაც ამხანაგურ შეხვედრაში სრულიად ზედმეტი ჩანდა.
პირველი ტაიმის დასაწყისში თურქმა მსაჯმა ქადირ დაგლამმა ჯერ ყვითელი, შემდეგ კი წითელი ბარათი აჩვენა „გალათასარაის“ მწვრთნელს ოქან ბურუქს.
flashscore-მა ორივე გუნდის ფეხბურთელებიდან ჟორჟ მიქაუტაძე გამოარჩია: 8.6 ქულა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
კატეგორიის გარეშე09/08/2026 | 08:46ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
მთავარი ამბავი09/08/2026 | 07:25ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
