ფრანგულ მედიაში იწერება, რომ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ფერან ტორესი „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. მას ერთ წელიწადში „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ეწურება. იმავეს იმეორებს კატალონურ პრესაც. იქ ამბობენ, რომ ტორესი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულს დღე დღეზე დათანხმდება და მეტიც, ერთი სული აქვს როდის გააფორმებს პარიზელებთან კონტრაქტს.
გრაფიკის თანახმად თავდამსხმელი „ბარსელონას“ ვარჯიშებს 12 აგვისტოს უნდა შეუერთდეს. ამბობენ, რომ საკითხის მოგვარება მანამდე იქნება იდეალური.
კატალონიაში ძალიან მოხვდათ გულზე ტორესის ნათქვამი, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ უნდა აჩვენოს მართლა უნდათ მისი გუნდში დარჩენა თუ არა. „მოდით და მომელაპარაკეთ“, – მოუწოდა ტორესმა ბარსელონელებს. „ბლაუგრანას“ დირექტორატი ამ სიტყვებმა გააბრაზა. გაბრაზდნენ ფანებიც. დაიწყეს ლაპარაკი, რომ ტორესს ბევრი ლაპარაკის უფლება არ აქვს, რადგან ის ხშირად სულაც ვერ თამაშობს ჯეროვნად. ითქვა, რომ 26 წლის ფორვარდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლით სარგებლობს და მისი გაზრდილი ამბიცია ამ ერთი ეპიზოდით არის განპირობებული. სოციალურ მედიაში „ბარსელონას“ ფანებმა უამრავი კრიტიკული კომენტარი დაწერეს.

„სპორტმა“ თავის წერილს „ფერან ტორესის“ თვითმკვლელობა“ უწოდა. მასში წერია:
„არსებობს საკუთარი თავისთვის ცხოვრების გართულების ბევრი დახვეწილი მეთოდი. ფერან ტორესის მაგალითიც ამის დასტურია“.
ესპანეთში ხალხი ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ტორესი ამერიკაში იმყოფება, მედია-ტური აქვს და უამრავ გადაცემაში პატიჟებენ. ბეისბოლის მთავარმა ლიგამაც კი მიიყვანა სტადიონზე, რათა ტორესი „ნიუ იორკ იანკისა“ და „სენტ ლუის კარდინალზის“ შეხვედრის წინ სიტყვით გამოსულიყო.
„ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობდა, – წერს „სპორტში“ ჟურნალისტი ლუის კარასკო, – მას შეეძლოთ უბრალოდ გაჩუმებულიყო, მაგრამ არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბისთვის, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა მადლობა პროვოცირებით გადაეხადა. ის ისე გაემგზავრა აშშ-ში მედია ტურზე გეგონება აიტანას (ესპანელი პოპ-ვარსკვლავია) ალბომ „სუპერესტრელას“ პრომოუშენი ჰქონდა დავალებული. მან „კამპ ნოუ“ „მედისონ სქრვეარ გარდენში“ და „ბარსა სონი მიუზიკში“ აურია. ფინალში გატანილი გოლის წყალობით ფერან ტორესი ზეცაში აფრინდა, მაგრამ ის ამ მდგომარეობას არასწორად იყენებს.
მაშ, „ბარსასგან“ სიყვარულის ახსნას ელოდები? მაპატიე, მაგრამ იმაზე მეტი სიყვარული რა გინდა, როდესაც ერთი კარგი, ჟინიანი ფეხბურთელისგან მან მსოფლიო კლასის ვარსკვლავად გაქცია. „ბარსა“ ყვავილებს არავის ჩუქნის. „ბარსა“ ყველას პრესტიჟს ჰმატებს. ის შენ ვიტრინას გთავაზობს. ეს შენ უნდა იღვიძებდეთ ყოველ დილით მადლიერების გრძნობით, რომ გაქვს პრივილეგია გეცვას იმ კლუბის მაისური, რომელიც ეცვათ მესის, კრუიფს და მარადონას“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
