პსჟ როდრის, როდრი – რეალს…

პსჟ როდრის, როდრი – რეალს…

პსჟ-ს წარმომადგენლებმა სცადეს პირდაპირ დაკავშირებოდნენ 30 წლის ესპანელ ფეხბურთელს შესაძლო ტრანსფერის განსახილველად, მაგრამ როდრიმ მაშინვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული: მისი პასუხი მოკლე გახლდათ: „არა, გმადლობთ“. ფეხბურთელმა არც კი განიხილა ის პირობები, რომელთა შეთავაზებაც პარიზულ კლუბს სურდა.

როდრის პრიორიტეტად კი „რეალი“ რჩება. სამეფო კლუბმა შესაძლოა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ოფიციალური შეთავაზება ფეხბურთელისთვის.

პსჟ-ს ინტერესი როდრის მიმართ ნაწილობრივ განპირობებული იყო კლუბის მენეჯმენტის სურვილით, შური ეძია რეალზე ლაიფციგიდან თავდამსხმელ იან დიომანდეს ტრანსფერის ჩაშლის გამო. პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პირადად დაავალა ნახევარმცველის აგენტთან დაკავშირება, რადგან პარიზელები თავს დიომანდეს ტრანსფერის ფავორიტებად მიიჩნევდნენ, სანამ მადრიდი გარიგებას ჩაშლიდა.

როდრის ამჟამინდელი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის შუა პერიოდამდეა ძალაში, მაგრამ ფეხბურთელი არ აპირებს ხელშეკრულების  გახანგრძლივების განხილვას.

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.