არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…

არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…

ანდრეა პირლომ თავად თქვა, რომ ის აღარ არის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი. არადა, ორიოდ დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირლო ამ ვაკანტური თანამდებობის მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს რუსულ ტოტალიზატორთან მისი კონტრაქტის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ.

ადრე, მწვრთნელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან სცადა თავისი პოზიციის ახსნა და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლობა რუსულ კომპანიასთან კომერციული იყო და არა პოლიტიკური. პირლომ მოგვიანებით ხელახლა გამოაქვეყნა თავისი პოსტი და დაამატა ერთი წინადადება.

„გუშინ საღამოს გავიგე, რომ აღარ ვარ იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი“, – დაწერა პირლომ სოციალურ ქსელში.

აქვე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალდანიშნულმა სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ულტიმატუმი წამოაყენა – არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…

1145328565

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.