ირლანდიური კოშმარი – 0:52

ირლანდიური კოშმარი – 0:52

დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით დასრულდა – იქაურმა „კონახტმა“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს 8 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის 3 – მასპინძელთა ბრწყინვალე კაპიტანმა, ეროვნული გუნდის...

მეორე ტური – კონახტთან

მეორე ტური – კონახტთან

შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა  ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ხომ ჩააგდო და წლევანდელ გათამაშებაშიც მე-9 ადგილზეა. თუმცა, ასეა თუ ისე, ირლანდიურ გუნდთან მათსავე კუნძულზე თამაში „შავი ლომისთვის“ რთული...

ყველაზე ძვირი მსოფლიო

ყველაზე ძვირი მსოფლიო

გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები. ისინი სულ სამი კატეგორიისა იქნა და მათი ფასი იქნება: მესამე კატეგორია – 4 185 დოლარი მეორე კატეგორია – 5 560 დოლარი პირველი კატეგორია – 8 860 დოლარი არც ერთი კატეგორიის ბილეთებზე შეღავათები გათვალისინებული არ არის. საინტერესოა რომ წინა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის ბილეთი დაახლოებით შვიდჯერ იაფი, 600 დოლარამდე ღირდა. მომავალი ჩემპიონატი ფინალი 2026 წლის...

დებიუტანტები და ლელო ევროპაში

დებიუტანტები და ლელო ევროპაში

გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა. რაც შეეხება ქართულ ლეგიონს, რომელიც თითქმის სრულად საფრანგეთში...

იბერია პირველია!

იბერია პირველია!

ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები – 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც იპირველებდა. მთელი მეოთხე წრის განმავლობაში, 28-ე ტურიდან მოყოლებული, „იბერია“ და „დილა“ თანაბარი ქულებით მიდიოდნენ ტიტულისკენ. „იბერია“ ზედიზედ მეორედ...

ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური

ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური

სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი მელიქიძე კი თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის...

სამი მედალი აბუ დაბიდან

სამი მედალი აბუ დაბიდან

აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონგონ კიმთან იუკოთი...

კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…

კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან. ოთხშაბათს შეიძლებოდა გორელები „გაქცეულიყვნენ,“ ისინი დამაჯერებლად უგებდნენ 2:0 „სამგურალს“ და წყალტუბოელებმა მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+1) შეძლეს ერთი საპასუხო ბურთის გატანა. „იბერიას“...

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა

საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ. ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით დაიწყო და ბასკმა სტუმრებმა თამაშის ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს. წამმზომს 2 წუთი ახალი ათვლილი ჰქონდა, როცა პოელების ვეტერანმა ქართველმა ლექსო...

სტუმრების ტური

სტუმრების ტური

ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ლიდერებს ისევ თანაბარი 71-71 ქულა აქვთ. 33-ე ტურშიც ორივემ გაიმარჯვა. „იბერიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა, „დილამ“ კი ასევე გასვლაზე 2:1 იმარჯვა ბათუმში, არადა, თავიდან აგებდა. გორელთაგან თავი ისევ 18 წლის ბურკინაფასოელმა, არუნა უატარამ გამოიჩინა. მან დუბლი მიითვალა. ამ ტურში კიდევ ორი დუბლი შესრულდა. ერთი თელაველმა ნიკოლოზ  ბაშელეიშვილმა მოახერხა „გარეჯთან“, მეორე ქუთაისელთა ნორვეგიელმა...

დაჩის დაბრუნება

დაჩის დაბრუნება

პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ პერიოდში ის ხეირობს ხოლმე. ამასობაში, გასულ ტურში 19-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალურად თავის გამოჩენა მხოლოდ დაჩი პაპუნაშვილმა მოახერხა, რომელმაც...

წახვალ, ვილი ???

წახვალ, ვილი ???

საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია… წაუგია დიდი ანგარიშით… წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ… წააგო გუშინაც… წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია… პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა – ჩვენები შინ, თბილისში, ისტორიაში მეექვსე მატჩს აგებდნენ დიდი ანგარიშით. შესვენების შემდეგ სამ მიღებულ გოლს ერთიც დაემატა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ… მერე არქივიც...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

რევანში და მეოთხედფინალი…

რევანში და მეოთხედფინალი…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად...

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა

ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარემარბმა „პარი სენ...

კვარა კვირის გუნდში

კვარა კვირის გუნდში

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო...

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ჯგუფური...

ბითაძის ორმაგი

ბითაძის ორმაგი

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა. მისი მოედანზე...

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…

„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს ქართველი საუკეთესო ფეხბურთელად არ დაუსახელებია....

ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა

ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:2 წააგო და საპასუხო თამაშში რთული ამოცანის წინაშე დგას. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები ყველა ასპექტში დაჩაგრეს, Liverpool Echo-მ მერსისაიდელთა გუნდში 7 ქულად მხოლოდ სამი ფეხბურთელის თამაში შეაფასა: გიორგი მამარდაშვილის, ჯო...

კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0

კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. თავიანთ გუნდებში ქართველები საუკეთეოები იყვნენ. მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ 65-წუთზე კვარას ვეღარაფერი მოუხერხა… პარიზელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მეორე გოლი მამარდაშვილს სწორედ კვარაცხელიამ გაუტანა.  

წაუგებელი აღარავინაა

წაუგებელი აღარავინაა

ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდა, თუმცა თამაში საკმაოდ სანახაობრივი...

საუკეთესო

საუკეთესო

მიუნხენის „ბაიერნის“ მრავალნაცადი, 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბავარიელთა და მადრიდის „რეალს“ შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მეკარემ ცხრა სეივი შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი სამშაბათს 7 აპრილს გაიმართა. ბაიერნმა 2:1 მოიგო. საპაუხო მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

უხუცესი გადრაიცვალა

უხუცესი გადრაიცვალა

რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქრესტის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ უხუცესი მწვრთნელი, ვისაც კი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია. როგორც ფეხბურთელი, ლუჩესკუ იცავდა ბუქარესტის „დინამოს“, „კორვინულისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მწვრთნელის რანგში მან რუმინეთის ნაკრები 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევრო 1984-ის ფინალურ ეტაპზე დააბრუნა და 1983 წელს ნაკრებში გიორგი ჰაჯის დებიუტის შესაძლებლობა მისცა. მისი ცხოვრების...