„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

პრინციპული მარცხი
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთს გაეჯიბრა და 10:15 დამარცხდა. მოგების შემთხვევაში ათანასიოს კაჩეგიასის გუნდი მაღალ ადგილებს დაუმიზნებდა, მაგრამ… სამი მეოთხედი ბრძოლა: პირველი და მეორე ფრედ დამთავრდა, ხოლო მესამე მეოთხედი რუმინელებმა ერთი ბურთით მოიგეს. თუ იქამდე ჩვენები დაცვაში ყოჩაღობდნენ, ბოლო მეოთხედში შვიდი ბურთი გაუშვეს, რაც ძალიან ბევრია. საპასუხოდ მხოლოდ სამი გაიტანეს და… ახლა საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში, მეცხრე...

დიმიტრი, ჭკვიანად…
დიმიტრი პაიეს, „ვესტ ჰემისა“ და „მარსელის“ ყოფილი ფეხბურთელის ირგვლივ ახალი სკანდალი მძვინვარებს. ფრანგი გარემარბი, რომელიც 2023 წლიდან 2025 წლამდე ბრაზილიურ კლუბ „ვასკუ და გამაში“ თამაშობდა, კვლავ სერიოზული ბრალდებების ზეწოლის ქვეშაა. ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა თქვა, რომ ბრაზილიაში მათი ურთიერთობის დროს მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად იძალადა. ადვოკატისა და ინფლუენსერის, ლარისა ფერარის თქმით, ის პაიეს 2023 წელს სოციალური მედიის საშუალებით შეხვდა. თავდაპირველად,...

ჭუმბაძის დუბლი და ნინიაშვილი-მელიქიძე
სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო ლელოთი გაამდიდრეს. ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში უჩვეულოდ ბევრმა – შვიდმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „ა“ პულის აუტსაიდერმა „კლერმონმა“...

ფლიკი წაგებას მსაჯებს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ბოლო 12 შეხვედრაში პირველად წააგო. მას სან სებასტიანში „რეალ სოსიედადმა’’ აჯობა – 2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში კატალონიელთა უპირატესობა „რეალთან’’ ერთ ქულამდე შემცირდა. მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას’’ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ თავისი ფეხბურთელების გუნდური თამაშით უკმაყოფილო არ არის, თუმცა იყო დასანანი ინდივიდუალური შეცდომები. „გულდაწყვეტილი ვარ. ბევრი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ შედეგმა ვერ...

სენეგალი მოედნიდან გავიდა, დაბრუნდა და აფრიკის ჩემპიონი გახდა
საერთაშორისო მედიის წინაშე მას მომავალში მოუწევს წარდგომა, აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ კი რაბატის სტადიონზე სენეგალის ნაკრების მწვრთნელის პაპე ტიავის პრეს-კონფერენცია ჩაიშალა. მიზეზი: დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა მის დაუჯერებელ გადაწყვეტილებას თამაშის მსვლელობისას გუნდი მოედნიდან გაეყვანა. ტიავი განრისხდა, რომ მსაჯმა მისი გუნდის კარში მაროკოელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მისი აზრით დარღვევა აშკარა არ იყო ან, უფრო ზუსტად, კონტაქტი თერთმეტმეტრიანის დასანიშნად არ იყო საკმარისი....

ნიგერიას მესამეზე გასვლა დიდად არ გაუხარდა
მო სალაჰმა პენალტების სერიაში ააცილა. ეგვიპტე დამარცხდა. აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილი ნიგერიას ერგო. 0:0-ს შემდეგ თერთმეტმეტრიანებში – 4:2. „სუპერარწივებიდან’’ გადამწყვეტი დარტყმა „ატალანტას’’ ვარსკვლავმა ადემოლა ლუკმენმა შეასრულა. ზოგადად, როგორც მესამე ადგილისთვის მატჩებში ხდება, მეტოქეები არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჟინით. ეს ცხადად ჩანდა პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაშით დიდად არ შეუწუხებიათ თავი. პენალტების სერიის შემდეგ ნიგერიელებმა დიდად...

ჟორჟმა კარგად დაიწყო და ჩაქრა
AS: „მან ბრწყინვალედ შეიგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ გამჭოლი გადაცემა კარგად ვეღარ შეასრულა. მოგვიანებით ალფონსო პედრასას პასს მშვენიერი დარტყმა მიაყოლა, თუმცა ამ ეპიზოდში ალვარო ვალესმა აუღო. რაც დრო გადიოდა მისი თამაში უფერულდებოდა’’. ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე დაწერა. ქართველი თავდამსხმელის „ვილიარეალმა’’ „ბეტისთან’’ 0:2 წააგო. სევილიელებისთვის ეს გამარჯვება შინ ბოლო ექვს შეხვედრაში მეორე იყო. მისი წყალობით მანუელ პელეგრინის გუნდმა ევროთასებზე...

ალისონის მოკრძალებული თამაში
„ლივერპულმა’’ მორიგი იმედგაცრუება განიცადა, შინ „ბარნლისთან’’ 1:1 ითამაშა. „წითლები’’, რომლის კარს პრემიერლიგის შეხვედრებში ალისონ ბეკერი იცავს და არა გიორგი მამარდაშვილი ფლორიან ვირტცმა დააწინაურა. მანამდე დომინიკ სობოსლაის შეეძლო გოლის შეგდება, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა, სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. „ლივერპული’’ ბურთს და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამან პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა. მეტოქეებმა ქულები თანაბრად გაიყვეს. 22 ტურის შემდეგ მერსისაიდელები...

ხორვატიამ ჩვენებთან მაგრად ინერვიულა…
ევროპის ჩემპიონატი ხელბურთელთა შორის გუშინ დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრები საქმეში დღეს ჩაერთო. მეტოქე სერიოზული იყო – ხორვატიის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. თამაში ძალიან მაგრად დავიწყეთ. შეტევაშიც და დაცვაშიც თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა და მე-19 წუთისთვის 12:6 დავწინაურდით. თუმცა, ტაიმი მაინც წავაგეთ – 14:15. შესვენების შემდეგ ხორვატები სამი ბურთით გაგვექცნენ, მაგრამ შემოტრიალება მოვახერხეთ და წინაც გავედით. თითქმის თამაშის ბოლომდე...

ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
შეფილდში მიმდინარე მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. კონტინენტის საუკეთესო ამჯერად ნიკა ეგაძე გახდა! კაცთა ინდივიადუალურ შეჯიბრებაში ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტი თავისუფალი პროგრამა იყო. ნიკამ მეორე დისციპლინაშიც შესანიშნავად ისრიალა, მსაჯებისგან ყველაზე მაღალი – 181.72 ქულა დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით დააგროვა. მეორე ადგილზე გასულ იტალიელ მატეო რიცოს (256.37) დიდი უპირატესობით გაასწრო. ეს საქართველოს...

ლომი ზებრებს ვერ დაეწია
სამწუხაროდ, „შავ ლომს“ იტალიური „ძებრეს“ დასამარცხებლად არც ძალა ეყო, არც კლასი და არც იღბალი – ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის გათამაშებას 14:28 მარცხით დაემშვიდობა, სტუმრებმა კი მერვედფინალის საგზური, მართალია, მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც კომფორტულად მიიღეს. არადა, თამაში ისე დამაიმედებლად დაიწყო… ჩვენებმა თავიდანვე შეუტიეს და მესამე წუთზე დერეფანში ბურთი მოიგეს, რომელიც კვაჭ ირაკლი ქვათაძეს მოლში დაუბრუნდა, იქ კი ამ უკანასკნელმა საჭირო მომენტში...

მარცხი ბრძოლაში
ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპი იტალიასთან მატჩით გახსნა და 14:16 დამარცხდა. არადა, ფავორიტ გუნდთან ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და ვიტყვით, რომ ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. პირველი მეოთხედი ფრედ 2:2 დასრულდა, მეორე მეოთხედის შემდეგ მხოლოდ ერთ ბურთს ვაგებდით, მაგრამ იტალიელებმა ჩელენჯი მოითხოვეს და შესვენების ნაცვლად მსაჯმა ნიკა შუშიაშვილი 4 წუთით გაგვიძევა, პენალტი დაგვინიშნა და...

