შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ერთი მეორეშიც მოვიგეთ

ერთი მეორეშიც მოვიგეთ

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს ეთამაშა და 14:11 აჯობა. პირველი მეოთხედი თურქების იყო და 3:1 მოიგეს, მაგრამ მეორეს დასაწყისში წინ უკვე ჩვენები იყვნენ. თუმც, უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ტაიმი 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედში შეცდომებს ვუხშირეთ და მეტოქე ისევ ორი ბურთით გაგვექცა. მართალია, გათანაბრება მოვახერხეთ, მაგრამ მაინც ჩამოვრჩით და დასვნითი მეოთხედის წინ...

მამუს ორმაგი დუბლი

მამუს ორმაგი დუბლი

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა. ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ტორონტომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი ჩააგდო. მამუკელაშვილმა სამქულიანები 100 %-იანი...

პლეი-ოფი დაიგეგმა

პლეი-ოფი დაიგეგმა

EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი ისინიც ქულების რაოდენობის მიხედვით მე-9...

ჟორჟმა ალბათ რეალისთვის დაისვენა

ჟორჟმა ალბათ რეალისთვის დაისვენა

ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში შინ „აიაქსთან’’ 1:2 წააგო. ქართველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ორ ეპიზოდში შეხვედრის გამწვავება სცადა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი მიმართულებით გადაწოდებული ბოლო პასი სტუმარი გუნდის მცველმა ჩაჭრა, მეორეში კი ჟორჟმა კარში დარტყმის ნაცვლად პასის ჩაწოდება ამჯობინა. ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი თამაშის დაწყებამდევე დამთავრებული იყო. მასპინძლების მწვრთნელმა მარსელინომ პრეს-კონფერენციაზე გულშემატკივარს აღუთქვა,...

რა იყო ეს? მწვრთნელს დაუმტკიცა რომ ის შეცდა?

რა იყო ეს? მწვრთნელს დაუმტკიცა რომ ის შეცდა?

სამ შეხვედრაში ორი წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ფორიაქობს ― თამაშის ხარისხი თითქოს არ დაეწუნება, მაგრამ რაღაც აკლია. „პარიზიენი’’ მიიჩნევს, რომ ეს სიმწვავეა, რაც ამ გუნდის სისხლში ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. გაზეთი იხსენებს ერთი კვირის წინანდელ მარცხს საფრანგეთის თასზე „პარიზთან’’ და ამბობს, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს ამჯერადაც არ ჰქონდათ ის, რასაც შეტევაში წარმატება მოაქვს. კერძოდ, ბრედლი ბარკოლა...

ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!

ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!

„პარი სენ ჟერმენმა’’ ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულის მეორე მარცხი მიმდინარე შეჯიბრებაში. პირველად პარიზელებმა 4 ნოემბერს მიუნხენში „ბაიერნთან’’ წააგეს ასეთივე ანგარიშით. ახლა ისინი ვეღარ იტყვიან, რომ უეჭველად პირდაპირ მერვედფინალში გავლენ. მათ 28 იანვარს აუცილებლად უნდა მოუგონ „ნიუკასლს’’ „პარკ დე პრენსზე’’. კითხვაზე ელოდა თუ არა ლისაბონში წაგებას, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ასე უპასუხა: – რაც...

ხვიჩა შევიდა და გაიტანა [VIDEO]

ხვიჩა შევიდა და გაიტანა [VIDEO]

განახლდა ჩემპიონთა ლიგა და ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე მატჩში შესანიშნავი გოლი გაიატა – პსჟ ლისაბონში სპორტინგს ესტუმრა. კვარაცხელია მოედანზე შეცვლაზე შევიდა, რამდენიმე წუთში შესანიშნავი გოი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. იხილეთ ვიდეო  

სილაგაძე იბერიიდან პოდბრეზოვაში

სილაგაძე იბერიიდან პოდბრეზოვაში

თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი ლუკა სილაგაძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – ქართველმა ფეხბურთელმა „პოდბრეზოვასთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – ტრანსფერი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის სილაგაძეს თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია,  ძირითადად კი გარემარბად თამაშობს. პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მალე თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, შემდეგ კი „რუსთავში“ მოსინჯა ძალები, უცხოეთში კი ლატვიური „ვალმიერეას“, „ლიეპაიასა“ და რფს-ის ღირსებას იცავდა. ლატვიიდან სილაგაძე საქართველოში...

არაო, მაგრამო…

არაო, მაგრამო…

იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული, მაგრამ მე ამ ცნობას არ...

მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ

მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ

აფრიკის ერთა თასს ისეთი გიჟური ფინალი ჰქონდა, რომ ყველა სხვა საფეხბურთო თემა გადაფარა. შეხვედრის ბოლო წუთებში, იმის გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მთელი 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს წინაშე უარყოფითად მაინც მაროკოელები წარმოჩნდნენ. ალბათ იმიტომ, რომ სენეგალმა მოიგო, აფრიკის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონებს არ აკრიტიკებენ. მეორე მხრივ, უცოდველი არც მაროკო იყო და...

ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს

ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს

„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის შესახებ ლისაბონში ჩასულ ნუნუ მენდეშს და ლუის ენრიკესაც კი ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში სტუმრად „სპორტინგს’’...

საქართველო ჯგუფში დარჩა

საქართველო ჯგუფში დარჩა

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო და ჯგუფში დარჩა. ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად ერთ-ერთ თანამასპინძელ შვედეთან დამარცხდა – 29:38.  კონტინენტის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან მოგების ილუზია არც გვქონდა. ბრძოლა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაგრძელდა. შემდეგ მასპინძლებმა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მარტივად მოიგეს. ერთადერთი სანუგეშო ის გვაქვს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე 11 გოლის გამტანი გიორგი ცხოვრებაძე გახდა. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე...