შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?

იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?

თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად 0:3 წააგო და 25-ე ადგილზე...

კონტე – შიდა ჩემპიონატების სპეციალისტი

კონტე – შიდა ჩემპიონატების სპეციალისტი

მწვრთნელებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების მიხედვით რომ აფასებდნენ ანტონიო კონტე ულაპარაკოდ პირველთა შორის იქნებოდა. იტალიელი კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნაში უბადლოა. მას ეხერხება ხანგრძლივ შეჯიბრებებში გამარჯვება, რომლებიც სტაბილურობასა მოითხოვენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრებისა, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მთლად ამ ტიპის არ არის და იქ იტალიელი ყოველ წელიწადს ხელმოცარული რჩება. სტატისტიკა გვეუბნება, რომ კონტემ, როგორც მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგაში შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა...

ნოლემ ტრადიცია ჩაშალა

ნოლემ ტრადიცია ჩაშალა

ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა; ქალთა შორის კი გამარჯვებულები მარტივად გამოვლინდა. ესპანელმა კარლოს ალკარასმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5. მატჩი ხუთ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა. არადა, ზვერევი ახლოს იყო ფინალთან, მეხუთე სეტში მატჩზეც...

სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია

სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია

ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება. ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი, თუმცა ინტენსიურად ფიქრობენ ფეხბურთელების გაყიდვაზეც. ასე მაგალითად, ლაპარაკობენ, რომ როდრიგო და არდა გიულერი შეიძლება ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდნენ. ბოლო დროს...

კიდევ უფრო საიმედო ინფორმაცია კვარას შესახებ

კიდევ უფრო საიმედო ინფორმაცია კვარას შესახებ

თავიდან შიშობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული იყო. არ გამორიცხავდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველ გარემარბს დიდი ხნით მოუწევდა მკურნალობა და შესაბამისად ფორმის აღდგენაც. შემდეგ გამოჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლ იუნაიტედის’’ შეხვედრაში დაშავებული ფეხბურთელი 2-3 კვირაში ანუ თებერვლის შუაში, მაქსიმუმ თვის ბოლო დაუბრუნდებოდა მოედანს, ბოლოს კი „პარიზიენმა’’ კიდევ უფრო სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა: კვარაცხელიას შეიძლება მხოლოდ 8-10 დღე გაუცდეს....

პარიზიენი: კვარას დაშავების შემდეგ პსჟ-მ ტემპი და ფანტაზია დაკარგა

პარიზიენი: კვარას დაშავების შემდეგ პსჟ-მ ტემპი და ფანტაზია დაკარგა

„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდს ფლეი-ოფის ეტაპი აქვს გასავლელი. პარიზელები 11 დეკემბრის შემდეგ შთამბეჭდავად ვეღარ თამაშობდნენ. 0:0 დაასრულეს შეხვედრა ბილბაოში,  1:2 წააგეს სტუმრად „სპორტინგთან’’ და...

ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა

ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ შეცვალა. „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ტერფი ელანგას ფეხებს შორის მოყვა. სლოვენიელმა მსაჯმა სლავკო ვინიჩიჩმა „ნიუკასლის’’ აგრესიულ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარა. კვარაცხელია...

ევროპა ფრანგებთან დამთავრდა

ევროპა ფრანგებთან დამთავრდა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 1:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა, მოგებისა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა. თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა. ფრანგები ფავორიტები იყვნენ და შესაბამისად უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ჩვენს კარში ალი ასლანი იდგა, რომელიც გოლს არ უშვებდა. რამდენიმე ძალიან მაგარი...

ოთხეულები შეივსო

ოთხეულები შეივსო

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო. მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი  ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა – მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი ბენ შელტონი ისე დამარცხება, რომ ყველა სეტში თითო ჩაწოდება წაართვა – 6:3; 6:4; 6:4. ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: კარლოს ალკარასი-ალექსანდრ ზვერევი;...

ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს

ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს

„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს. ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. კლუბი თავის გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ნეაპოლში ყოფნის დროს უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ და ზედმიწევნით შეასრულონ რეკომენდაციები რომლებიც...

კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ

კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ

მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე. ლონდონელთა მწვრთნელმა დანიელმა თომას ფრანკმა თქვა: „ორივე კარგად არის. სამწუხაროდ ისინი მცირე ინციდენტში მოყვნენ, მაგრამ არავინ დაშავებულა. მათ მანქანას საბურავი გაუსკდა,...

ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ

ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ

დაახლოებით ერთი წლის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ კიდევ ბევრი წლით სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’. მაშინ ესპანელ მწვრთნელს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი 2027 წლამდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც ჯერ არ განეცადა. „ათი წლით თუ დავრჩები? იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, მაგრამ რეალურად, ტოპ კლუბში ამდენ ხანს დარჩენა ძალიან ძნელია. თუ ჩემს წინა კლუბებს და იქ გატარებულ პერიოდებს...