„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

პირინეული ფინალი
სამ ქვეყანაში დაწყებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში სრულდება, სადაც ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ფინალიც მოსალოდნელი მივიღეთ… პირველად მოედანზე ესპანელები და ხორვატები გავიდნენ. „ფურია როხას“ უპირატესობა დიდი იყო და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ხორვატებმა ბოლოსკენ მაინც დაძაბეს და სამი წუთით ადრე ერთი ბურთი გაქვითეს. მეტიც, გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყეს. საბოლოოდ, ესპანეთმა 2:1 მოიგო და ფინალში გასვლასაც უფრო იმსახურებდა....

ორი ვერცხლი და ბრინჯაო
ხორვატიაში დაიწყო სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. ზაგრებში პირველი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო. საქმეში ექვსი ქართველი ვიხილეთ, მათგან სამმა მედლი მოიპოვა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ ფინალში იასპარეზა და ირანელ სინა მაჰდი ჰალილთან 0:10 დამარცხდა; ფინალი დათმო 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ გამყრელიძემ, ჩვენებურს ამერიკელმა ჯეიმს კეკეისენმა 4:3 აჯობა; ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ზაქაშვილი, რომელმაც...

გვარდიოლა პოლიტიკაზე
მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა. „კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში – სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. გვინდა თუ არა ამის დანახვა, ეს ჩვენი პრობლემაა, ხალხის პრობლემა. ეს ჩვენი პრობლემებია“.

ვიდრე ნაკრებში წავიდოდნენ…
საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის. ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ითამაშა, მხოლოდ 3-მა...

კანტე ფენერბაჰჩეში
თურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ. „ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში. გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“, როგორც იქნა, ფიფასგან ამ ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღეს. თურქულმა კლუბმა შემდგომში „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერის ჩაშლაში დაადანაშაულა. თავდამსხმელის კონტრაქტი თურქულ...

რეალს ვიტინია უნდა
„რეალი’’ მომავალი სეზონიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამთავითვე აქტიურად ფიქრობს. ახალი არაფერია იმაში, რომ მადრიდელებს ცენტრალური მცველი სჭირდებათ, მაგრამ ბოლო დრის სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ცენტრალურ ნახევარმცველზე. „რეალი’’ 18 თვეა რაც ტონი კროოსს მისტირის. ამას გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის წასვლა დაემატა. მათ გარეშე დარჩენილ აურელიენ ჩუამენის, ედუარდო კამავინგას და ფედე ვალვერდეს გაუჭირდათ. როგორც მადრიდული მედია წერს,...

80 წუთი უმცირესობაში
უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო მე-16 ადგილზე გასული ფლეი-აუთის შეხვედრებს...

ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი
„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე ამაღლების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. სტუმრებმა ძნელად მოიგეს, 81-ე წუთამდე მოუწიათ ლოდინმა. მასპინძლებმა კი თამაში დიდი მოწადინებით დაიწყეს და მე-20 წუთზე...

კარლოს ავსტრალიელი
კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა. პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22 წლის ესპანელმა 38 წლის სერბს სამი სეტი ზედიზედ მოუგო და მელბურნში პირველად იმარჯვა. მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს აქამდე მწვანე კონტინენტზე...

ანა ლევანდოვსკა ბარსელონაში ბოლო სეზონს აანონსებს
რობერტ ლევანდოვსკის მომავალი უცნობია. ჯერ არ გადაწყვეტილა დარჩება 37 წლის პოლონელი „ბარსელონაში’’ თუ არა. თავდამსხმელის კარიერის მომდევნო ეტაპის შესახებ საყურადღებო განცხადება მისმა ცოლმა, კარატისტმა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ექვსგზის მედალოსანმა ანა ლევანდოვსკამ პოლონურ „პლეადასთან’’ ინტერვიუში გააკეთა. „დავაკვირდებით, როგორ გავა ეს სეზონი „ბარსელონაში’’. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ის ჩემი მეუღლისთვის ამ გუნდში ბოლო იქნება. ჩვენ უკვე ყოველი წუთისგან მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ,...

ჟორჟის წყნარი შეხვედრა
„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ვილიარეალი’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. ზედიზედ ოთხი კი „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’...

ჩვენი რჩეული – ხვიჩა!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს და სპორტის ჩინოსნებს, ასოციაციამ კლუბ „რესპუბლიკაში“ უპასპინძლა. აი, ჩვენი რჩეულებიც: საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ძიუდო) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო) საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ...

