წაუგებელი აღარავინაა

წაუგებელი აღარავინაა

ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდა, თუმცა თამაში საკმაოდ სანახაობრივი...

1 ევროპული და 5 ფრანგული

1 ევროპული და 5 ფრანგული

ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და საქართველოს ნაკრების შემდეგ ევროპის მთავარი...

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში. მანამადე მათ სამივე შეხვედრა...

შორეული იმედები

შორეული იმედები

4 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ახალ წამოწყებაში – ერთა თასში ჩაებმება. მოგეხსენებათ, რაგბის გლობალურმა მმართველებმა ეროვნული ნაკრებები 12-გუნდა „იარუსებად“, იგივე „ტიერ“-ებად ფაქტობრივად ოფიციალურად დაჰყო და ბორჯღალოსნებს შოტლანდიელებთან თუ სამხრეთაფრიკელებთან ტესტებთან გამოთხოვება ოფიციალურადვე მოუწევთ. ადგილი მსოფლიო რაგბის მეორე თორმეტეულში მიგვეჩინა და 4 ივლისს ეს მეორეხარისხოვანი დუჟინი საკუთარ წვენში ხარშვის მორიგ სტადიას შეუდგება. მოკლედ, 4 ივლისს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იქაური...

შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა

შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა

გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე საპლეიოფო ზონას უკვე...

ახალი კაპიტანი

ახალი კაპიტანი

26 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს  დაუპირისპირდება, ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს: ვილი სანილი: ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა. გუნდში მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე მცირე პრობლემებით მოვიდნენ, ფინალი რომ იყოს აუცილებლად ითამაშებდნენ, მაგრამ ახლა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებენ თუ არა. რაც შეეხება იმ...

კალანდაძე შაბათს ელის

კალანდაძე შაბათს ელის

19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს. ორივე გუნდი უკვე კახეთშის მთავარქალაქშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, საქართველოს ნაკრებმა – მცირე ხნით გააღო. ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს...

მოულოდნელი ლიდერი

მოულოდნელი ლიდერი

რაღაც უცნაურად დაიწყო ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი. ვინც ცხრილში ზემოთ უნდა იყოს, ქვემოთაა და პირიქით. დებიუტანტმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. ამჯერად მათ „სამგურალი“ დაამარცხეს 4:1, 9 ქულა მოაგროვეს  და კვლავ ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. 4 პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ და მართალია, მეტოქეებზე ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს, მინიმუმ ერთი ტურის განმავლობაში ისევ დარჩებიან პირველ ადგილზე. მათ მწვრთნელ...

სამყაროს მინი-მოდელი

სამყაროს მინი-მოდელი

მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია – 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ „მგლებთან“ 17:19 წააგეს და ტიტულიც დაკარგეს. ეს ლოგიკურიც იყო – ადრე თუ გვიან, ფეხი რომ დაგიცდება და ამით ოპონენტი ისარგებლებს, აბსოლუტურად...

მხოლოდ ჩემპიონობისთვის

მხოლოდ ჩემპიონობისთვის

კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ჩემპიონის გამოავლენას შეუდგებიან. პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამ გუნდების 27 შეხვედრიდან ქართველებმა 19 მოიგეს და 4...

სრული ტური

სრული ტური

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“  თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა: „იბერიამ“ ხომ გასულ სეზონშიც ოთხივე...

წინ მადრიდი და ფინალია

წინ მადრიდი და ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო გახლდათ. რუმინელებმა დებიუტში შეუტიეს და...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

სიგიჟე და კამავინგა

სიგიჟე და კამავინგა

პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა AS „ბაიერნისა’’ და „რეალის’’ საოცარ – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ – შეხვედრაზე დაწერა: „შეიძლება ბოლო თვეების ან სულაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე აღარ ჩანდა, მაგრამ დიახ, ესეც „რეალი’’ იყო, გუნდი, რომელიც გადარჩენის აუხსნელი ინსტინქტით სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპას შიშის ზარს სცემდა. ასე დამაჯერებლად თავს არავინ იმკვდარუნებს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში ყველაზე გამჭრიახებიც კი ხვდებიან ხოლმე, „ბაიერნის’’...

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ტიტულის დაცვას განაგრძობს – ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის მსგავსად 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ცხადია ის დაასახელეს. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა დემბელეს მსგავსად პარიზელთა მეკარეს მატვეი საფონოვსაც 8 ქულა დაუწერა, მაგრამ გოლი გოლია! ხვიჩა კვარაცხელიას maxifoot-მა 6 ქულა დაუწერა და ასეთი ტექსტი...

უცნაურად განსხვავებული შეფასებები

უცნაურად განსხვავებული შეფასებები

„ლივერპულმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ სასწაული ვერ ჩაიდინა. ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ისევე როგორც პარიზში, ლივერპულშიც 0:2 წააგო. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. პირველი 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით, მეორე კი ისევ კვარას პრე-ასისტითა და ბრედლი ბარკოლას საგოლე პასით 90+1 წუთზე. მერსისაიდელთა კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველ გოლკიპერს Liverpool Echo-მ 6 ქულა...

შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…

შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…

ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა და როცა ვალმოხდილმა 67-ე წუთზე...

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

დანიელ რიოლო არის იტალიური წარმოშობის ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი და რადიოწამყვანი. მას ახასიათებს პირდაპირი ლაპარაკი, ხშირად საკამათო მოსაზრებების გამოთქმა. რიოლოს გადაცემა RMC’s After Foot საფრანგეთში ძალიან რეიტინგულია. ის აზრებს არასდროს ფილტრავს და ამბობს, რომ „ლივერპულს’’ გნებავთ ტაქტიკურად და გნებავთ ფეხბურთელების კლასის მიხედვით „პარი სენ ჟერმენთან’’ პირველ შეხვედრაში ნაწვნევი 0:2-ის შემობრუნების შნო არ აქვს. ის, რასაც ესპანურად „რემონტადას’’ ხოლო ინგლისურად „ქამბექს’’ უწოდებენ,...

როხოს დაშოშმინება არ იქნება!

როხოს დაშოშმინება არ იქნება!

არგენტინელი მარკოს როხო, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა „ესტუდიანტესში”, მოსკოვის „სპარტაკში”, ლისაბონის „სპორტინგში”, „ბოკა ხუნიორსში”, ახლა „რასინგშია”, ყველაზე მეტხანს კი (2014-21) „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი იყო და მსოფლიო გულშემატკივრისთვის ალბათ პრემიერლიგის რეპორტაჟებიდან გახდა ცნობილი, არგენტინის ჩემპიონატში შარში გაეხვა: „რივერ პლეიტთან” თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრალურ მცველს ლუკას მარტინეს კუარტას საჯარიმოში ძიძგილაობისას თავში აგრესიულად ჩაარტყა; მსაჯმა სებასტიან სუნინომ ეპიზოდი VAR-ზე შეამოწმა და გადაწყვიტა...

ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა

ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა

ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ...

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

„ლივერპულისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მსაჯად იტალიელი მაურიციო მარიანი დანიშნეს. მარიანი 44 წლისაა. მას ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი გამოცდილება აქვს, რომელთაგან ექვსს ის მიმდინარე სეზონში გაუძღვა. მან იმსაჯა ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულისა’’ და „ატლეტიკოს’’ მატჩი (3:2). ის იყო აგრეთვე მიუნხენში „ბაიერნისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის (1:2) არბიტრი. ეს ის თამაშია, რომელშიც რომაელმა მსაჯმა არშაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლუის დიასი გააძევა. გასულ სეზონში...

დაინახეს: როგორ დარტყმების მომგერიებელი კარგიაო

დაინახეს: როგორ დარტყმების მომგერიებელი კარგიაო

„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის. Liverpool Echo-მ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელების...

ერთი მოგებაც და…

ერთი მოგებაც და…

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში უკრაინა 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობეს (3:2, 5:4, 5:1, 7:2) და მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1),...

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი

NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. „ორლანდოს“ ფლეი ოფის შანსი სანდრო...

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა. ამ შეხვედრის შემდეგ „მარსელი’’ დროებით...