ლივერპულში ჩარჩენილები

ლივერპულში ჩარჩენილები

„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ყვანჯბურთობა ყინულზე

ყვანჯბურთობა ყინულზე

ბურთი არის ბევრნაირი – მრგვალი, ოვალური, დიდი, პატარა, ფეხით, ხელით, თავით, ტანითაც კი და მინდორ-დარბაზ, ქვიშა-ბეტონ, წყალ-ყინულზე, კეტით… ყვანჯით სათამაშო. ყვანჯით, ანუ ჯოხით ბურთით თამაშზე ისტორიულ წყაროებში ამოვიკითხავთ, რომ ყვანჯითა და ბურთით შეჯიბრებები ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და აცტეკებსაც გაუმართავთ. ხოლო იქ, სადაც ყინვა ბატონობდა – რუსეთში, ისლანდიაში,  სკანდინავიასა და ბრიტანეთში – ყინულის მოედანზე უტრიალებიათ ჯოხ-ბურთი და ეს ამბავი მე-10-11...

ვიღაცა ურევს !

ვიღაცა ურევს !

„იმერული ესკიზებისა“ არ იყოს, ვინ ურევს? ვლადიმერ ვაისი თუ გიორგი ჭანტურია? სლოვაკმა მწვრთნელმა ფეხბურთელი საქართველო – უელსის მატჩის მეორე ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდეზე გასახურებლად გაუშვა. გააყოლა ფიტნეს-მწვრთნელი. ვუყურებდი, რა მოხდებოდა და ძალიან მინდოდა, მწვრთნელს მისთვის თამაშის საშუალება მიეცა. როცა ვაისმა ორი შეცვლა გააკეთა, მატჩის ბოლომდე 15 წუთი იყო დარჩენილი. დრო გადიოდა, მერე კი ლუკას ჰუფნაგელიც შეუერთდა ჭანტურიას, ორივენი...

ალექს, დედა, გამოდი კარიდან !

ალექს, დედა, გამოდი კარიდან !

შეცვლების გამომცნობი მწვრთნელებიდან პირველი სკოლარი მახსენდება, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტის დედასთან სკოლარი რას მოვა – ქალბატონმა შვილის მომავალი გამოიცნო. ლაკაზეტის თურმე გული მეკარეობისკენ უწევდა და იდგა კიდეც კარში ბალღობაში, მაგრამ დედას უთქვამს, ეგ ადგილი ხიფათიანი მგონია, ბურთი არ მოგხვდეს, კარიდან გამოდი და შეტევაში წადიო. ან არადა, სულ დაანებე თავიო, ნერვიულობდა მშობელი. აი, რას ნიშნავს დამჯერი შვილი. დედის რჩევა რომ არ გაეთვალისწინებინა,...

ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა

ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა

მიუნხენს ჯერ ოქტობერფესტის ზარხოშიც არ გამონელებოდა – და იქაურ მელუდეთა ინფორმაციით, 18 სადღესასწაულო დღის განმავლობაში იზარის ნაპირებზე 7,5 მილიონი ლიტრი მარტო ლუდი შეისვა! – გერმანულმა პრესამ კაეშანმოძალებულ მიუნხენელ ქომაგებს რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე სასიხარულო ამბავი რომ ამცნო: სეზონის სტარტზე კრიზისში ჩავარდნილი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ გაჭირვების ტალკვესად ივნისამდე ისევ მხცოვან იუპ ჰაინკესს უხმოო. ეს სიახლე ისე ხმაურიანად გასკდა, როგორც ლუდზე მისაყოლებლად ტაფაზე აშიშხინებული...

20 წლის შემდეგ (ნეიმარის მემუარებიდან)

20 წლის შემდეგ (ნეიმარის მემუარებიდან)

  … რა ამბავი იყო ატეხილი მაშინ „ბარსელონადან“ პესეჟეში ჩემ გადასვლაზე, გახსოვთ ? 2000 წელს „ბარსადან“ „რეალში“ ფიგუს გადასვლა, ჩემ გადასვლასთან შედარებით, საქველმოქმედო აქციად მოგეჩვენებოდათ, ისეთი დღე დამაწიეს. არადა, მე ხომ „ბარსელონაში“ არასოდეს მითამაშია. მითამაშია კი არა, ქალაქ ბარსელონაშიც არასოდეს ვყოფილვარ. რა მესი, რის სუარესი, რა „კამპ ნოუ“… ესენი სახელებია თუ გვარები, ისიც კი არ ვიცი. მე ვიცი, რომ ვარ...

ოპტიმისტური რეპლიკა

ოპტიმისტური რეპლიკა

მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან თამაშის მეორე ტაიმში იქით რომ...

დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა

დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2019-ის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა და  ამჯერადაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა დანიის პატარა ქალაქ ოლბორგში, დანიელ თანატოლებთან 2:5 წააგეს.   „ოლბორგ სთედიუმზე“ შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შესვენებამდე ისინი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესამე და მეოთხეც გაიტანეს. საბოლოოდ კი მასპინძლებმა 5:2 იმარჯვეს.   დღესვე, ჩვენს ჯგუფში პარალელურად მეორე მატჩიც გაიმართა...

სამაგიეროდ ცხრილში მოლდოვაზე წინ ვართ

სამაგიეროდ ცხრილში მოლდოვაზე წინ ვართ

საქართველო კვლავაც მოუგებელია-ვლადიმერ ვაისის დამოძღვრილმა ეროვნულმა ნაკრებმა 0-1 წააგო მოტივირებულ უელსთან და დიდი ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ ისტორიაში მეორედ ჩაამთავროს მოუგებლად შესარჩევი ეტაპი… დაანონსებული ბრძოლა გამარჯვებისთვის არ შედგა – საქართველოს ნაკრებმა პირველად მე-80 წუთზე დაარტყა მეტოქის კარში… ჩვენს უკან მოლდოვა კია, მაგრამ დიდი ნაპრალიცაა – ნაპრალი სწორ, გამართულ, შედეგიან ფეხბურთთან…

პოლონეთი ლევანდოვსკიმ რუსეთის ბილეთების რიგში ჩააყენა

პოლონეთი ლევანდოვსკიმ რუსეთის ბილეთების რიგში ჩააყენა

ევროპაში გუშინ დაწყებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტური დღეს გაგრძელდება და ხვალ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები უკვე რუსეთშია, იოახიმ ლიოვის შეგირდები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობენ და დასტურად ამ სიტყვებისა ბელფასტშიც, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, იოლად მოიგეს – 3:1. გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვა გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა ინგლისმა. „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინმა სლოველიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში,...

ვერ-გენტინა

ვერ-გენტინა

მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?! დამეთანხმებით, ეს ამბავი ყურს ძალიან ცუდად ხვდება და თითქოს წარმოუდგენელიცაა, არადა სხვა რა უნდა იფიქრო?! ხორხე სამპაოლის შეგირდების ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგები სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთქმულის დასტურია და  ვაი, მართლა არგენტინას, თუ 11 ოქტომბრის გამთენიისას ეკვადორშიც ვერ მოიგო… წუხელ, სამხრეთ ამერიკაში გამართულმა ბოლოსწინა ტურმა ყველაფერი ისევე დატოვა, რომ 2018 წლის ზაფხულში, რუსეთში პირდაპირი რეისით წამსვლელთა ვინაობას ბრაზილიელთა (მსოფლიოს...

საბარგულიდან დაწყებული 5:0

საბარგულიდან დაწყებული 5:0

პარასკევს რვა საათზე, უელსის ნაკრები „დინამო არენაზე“ მეორედ ითამაშებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჯგუფში სატურნირო ვითარება ისეთია, აუცილებლად მოგება სჭირდებათ. „დრაკონები“ ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულები ჩანან. კარგად ახსოვთ 23 წლის წინანდელი კოშმარი – 0:5 ქართველებისგან. მათი მწვრთელი კრის კოულმენი (სხვათა შორის, მათთვის იმ ავადსახსენებელი მატჩის მონაწილე) თავის ფეხბურთელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და  აფრთხილებს: ქართველებთან „თხელ ყინულზე“ მოგვიწევს გავლა და ვინძლო არ ჩაგვიტყდესო....

ქება სარბიელისა

ქება სარბიელისა

რაც რომ გაზეთები გადამიფურცლავს და ასეთები ბევრი შემხვედრია, თვით ოსმალურიც და პაპუასეთისაც, უნდა ვაღიარო, ბოლო დროა, რაც სიამოვნებით ოდენ სარბიელი წამიკითხავს. ამით იმას კი არ ვამბობ, მთელს ნახევარსფეროში რაც გაზეთები გამოუშვიათ, იმას ყველას ხსენებული სჯობს-მეთქი, არამედ იმას, რომ ეს სარბიელი საუკეთესო რამაა. გაზეთის გამოშვება ადვილია, საქმე ისაა, ვინ უშვებს და რატომ, თორემ ისე აგერ ვიღაცეებიც დამჯდარან და გამოუშვიათ, მაგრამ მორალურ...