„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

დორტმუნდი – ბაიერნი: მოკლე ამბად დიდ ამბავზე
სამ მატჩში გოლგაუშვებელი და ზედიზედ სამჯერ მომგები, იუპ ჰაინკესისგან მოსულიერებული „ბაიერნი“, სამ მატჩმოუგებელ „დორტმუნდს“ დღეს ესტუმრება. ბუნდესლიგის მეორე გუნდი პირველს მასპინძლობს. ამ ციფრების სტატისტიკური რახარუხიც საკმარისია საამო ფეხბურთის მოლოდინში ხელების მოსაფშვნეტად. იუპ ჰაინკესის თავკაცობით „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ ბოლოს 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა და დაამარცხა. საერთოდ, ჰაინკესს ბუნდესლიგაში 28 მატჩი არ წაუგია. მათ შორის ბოლო ოციდან 19 მოიგო და...

მგლის მუხლი, დათას მიზანი 🎥
თითქმის მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას და ჰაეროვანი ჭენებით მიიწევდა მიზნისკენ. დაწინაურებულს, მოთმინებით და მგლის ალღოთი ედგა კვალში გამოცდილი ვარლამ კილასონიას „რუსთავი“ და დღეს გადამწყვეტი დარტყმაც მიაყენა კიდეც მეტოქეს – მინიმალური სხვაობით სძლია და შედეგად ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სოლიდური, ოთხქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა, რისი აღმოფხვრაც მარტვილელთათვის თითქმის შეუძლებლად მოსჩანს… ფეხბურთი უპირველესად ქომაგისთვისაა და გულშემატკივართა თანადგომა რომ...

შეყვარებული მორატა 🎥
კვირას, 5 ნოემბერს, “ჩელსის” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე”, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, “ლურჯების” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს! ფოტო, სადაც ალვაროს ალის კამპელო ჰყავს ატაცებული, ხოლო მათი მდიდრული ბინის აივნიდან თემზის ხედი ჩანს, ფეხბურთელმა თავად გამოფინა ინსტაგრამზე. სურათს იტალიელი მომღერლის, პოეტისა და...

არგენტინული სპორტის მარადი სურნელი
ეს შავგვრემანი და ეშხიანი არგენტინელი ლამაზმანი დღესაც ახსოვთ სპორტის ქომაგებს მიუხედავად იმისა, რომ ათი წელია, დიდი კორტზე არ გამოუნათებია. მხოლოდ 26 წლის იყო ჩოგბურთიდან რომ წავიდა და ათასობით მამრის გული და გონება წაიყოლა. ქალთა ჩოგბურთი დღეს ასე პოპულარული რომაა, მისი, გაბრიელა საბატინის მოხდენილი და კოხტა სხეულის დამსახურებაცაა. მოკლედ, ის იყო ქალი კუნთმაგარ დედაკაცებში და მისი სურნელი მრავალს აბრუებდა. საკუთარი სუნამოც...

არმაზიდან კარლაილამდე
ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ვიკამათე იმ დღეს. კარგ, ნიჭიერ ბიჭებთან, მაგრამ სტადიონზე მხოლოდ ეროვნული ნაკრების ან ევროტურნირების მატჩებზე რომ დადიან… წელიწადში ხუთჯერ გამოსდით. ზიან კომპიუტერთან და “ბარსაზე” გიჟდებიან… „რეალს“ ფანობენ… „ბაიერნზე“ ეკეტებათ… მზა სტატისტიკას და კომენტარს როცა გაწვდის ინტერნეტი, ადვილია… შენ წადი, მცხეთის „არმაზზე“ ნოემბერში ან თებერვალში. წვიმაში და ქარში. გორში წადი… ბოლნისში… ზუგდიდში… სამტრედიაში… საკუთარ თავზე მეტად მოედანზე გასული ფეხბურთელები რომ...

“რეალს” უჭირს!
მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, “ლოს ბლანკოსს” 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო 3,13. ბოლო შეხვედრაში, “ტოტენჰემთან”, რომელიც მადრიდელებმა 1:3 წააგეს, მათ ცხრაჯერ დაარტყეს კარში და მხოლოდ ერთხელ შეაგდეს, ისიც შეხვედრის მიწურულს, როდესაც ლონდონელები...

თავში წიხლი ქომაგს — პატრის ევრა ახალი კანტონაა! 🎥
მარსელის “ოლიმპიკმა” გუშინ ევროლიგის შეხვედრაში, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში იქაურ “ვიტორიასთან” 1:0 წააგო. პორტუგალია, მოგეხსენებათ, ფრანგული გუნდის 36 წლის მარცხენა მცველის, პატრის ევრას სამშობლოა. ამ შეხვედრაში ევრა, რომელმაც კარიერის საუკეთესო რვა წელიწადი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, სათადარიგო გახლდათ და როგორც სათადარიგოთა წესია, მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც თავისი გუნდის გულშემატკივარმა რაღაც აკადრა. ევრა გაცეცხლდა და გაიმეორა ის, რაც 1995 წლის 25 იანვარს “მანჩესტერ...

ნადალი თხემზე წამოჯდა
რაფაელ ნადალმა პარიზის მასტერსის მეორე წრეში სამხრეთ კორეელ ჩან ჰიანს სძლია 7:5 6:3 და ამ გამარჯვებით თავის ბრწყინვალე მიღწევათა ჩამონათვალს რამდენიმე ახალი რეკორდი შემატა. 31 წლის ესპანელმა, ვინაც რეიტინგის სათავეში მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ბრიტანელ ენდი მარის ჩაენაცვლა, გახდა უხუცესი იმ დიად მეჩოგნეთა შორის, 1973 წლიდან – ანუ სარეიტინგო ქულათა კომპიუტერული დათვლის შემოღებიდან – დღემდე სეზონი ამქრის პირველ საფეხურზე რომ...

მესიზე და ნეიმარზე უკეთესიც გამოჩნდა – ლოპეს პარა! 🎥
ტოტალიზატორის ბილეთიც ამოეღო ბარემ ჯიბიდან, რომელშიც ანგარიშის გამოცნობაზე (0:0) ჰქონდა ფსონი, თუ არა, აბა ეს რა იყო ? ბურთი კარის ხაზს რომ კვეთდა, სწორედ მაშინ არ დაუსტვინა ? ლოპეს პარაზე მოგახსენებთ, ესპანელ მსაჯზე, რომელმაც 1 ნოემბერს, „ხიმნასტიკი“ – „პონფერადინას“ მატჩზე ისეთი ფინტი ჩაატარა, ნეიმარი და მესი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილებად მოგეჩვენებათ. არც ნეიმარს და არც მესის გაგორებული ბურთი ფეხშეუხებლად ჯერ არ...

არის ასეთი გაზეთი
„სპორტ-ექსპრესი“ დიახაც რომ ცნობილი და სახელგავარდნილი გაზეთია ესენგეს მასშტაბით. ჩვენც, სპორტის მოყვარე ივერიელთაც არაერთხელ გადაგვიფურცლავს ეს ძაან ფორმატისა და ძაან ხარისხის რუსული გაზეთი, რომელსაც მთელი ძველი საბჭოეთის სპორტული დაკმაყოფილება განუზრახვას. დიახაც, მძლავრი და ოპერატიულია ეს „სპორტ-ექსპრესი“, რა გინდა რომ იქ არ ეწეროს. ჯერ მარტო რუსეთი ჩემპიონატი იმგვარი პომპითა და ფოიერვეკითა შუქდება, რომ ეს უაზრო ბურთის გორება და წიხლაობა ლამის ტიტანთა...

რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან
ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“ ინგლისური გამოცემაა და „სფურზის“ გამარჯვებით ხარობს, ის ობიექტურობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ ლონდონელთა პირველი გოლის დროს თურქმა თანამსაჯმა ბაჰათინ დურანმა აშკარა...

ლინეკერმა ზიდანს და ბენზემას ისევ დასცინა
წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, დღეს პოპულარულმა ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა მადრიდის “რეალი”, უფრო სწორად კი მისი ფრანგი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა აითვალწუნა. ლინეკერის პირველი კრიტიკული კომენტარის შემდეგ ბენზემას “რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოესარჩლა, რის გამოც ენამწარე მიმომხილველი მასაც გადაეკიდა და ხელსაყრელ მომენტს არ უშვებს, რომ არ დასცინოს. ლინეკერს მადრიდელთა დაცინვის ახალი შანსი გუშინ მიეცა. მოგეხსენებათ, “რეალმა” ლონდონში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 3:1 წააგო. როდესაც...

