ლეო მესის დარი ფეხბურთელების ხშირი ინტერვიუებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული შესარჩევი კამპანიის შემდეგ პრესასთან უფრო გახსნილები გახდნენ. ლეომ კი TyC Sports-ს მისცა ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც აქვე გთვაზობთ… არგენტინის ნაკრების შესარჩევი ციკლის შესახებ ჩვენ მეტი ვიწვალეთ, ვიდრე საჭირო იყო. ადრე დავიჯერეთ, თითქოს მუნდიალზე უკვე გასულები ვიყავით. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ შინ პერუს და ვენესუელას მოვუგებდით, საეკვადოროდ კი...

ლაშა ტალახაძის ზღაპარი: რეკორდი იყო და არა იყო…
ორიოდ დღის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკორდი რეკორდად არ ითვლება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, შეჯიბრებას, სადაც რეკორდი დაფიქსირდება, საერთაშორისო არბიტრიც უნდა ესწრებოდეს, დუშეთში კი IWF-დან არავინ ყოფილა… თუმცა, ეგ არაფერი, ქართველი გოლიათი ამბობს, რომ კიდევ დიდი რესურსი აქვს და საერთაშორისოდ აღირებულ რეკორდებს მომავალში არ მოგვაკლებს. სავარაუდო ახალ რეკორდამდე...

არმაზიდან კარლაილამდე
ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ვიკამათე იმ დღეს. კარგ, ნიჭიერ ბიჭებთან, მაგრამ სტადიონზე მხოლოდ ეროვნული ნაკრების ან ევროტურნირების მატჩებზე რომ დადიან… წელიწადში ხუთჯერ გამოსდით. ზიან კომპიუტერთან და “ბარსაზე” გიჟდებიან… „რეალს“ ფანობენ… „ბაიერნზე“ ეკეტებათ… მზა სტატისტიკას და კომენტარს როცა გაწვდის ინტერნეტი, ადვილია… შენ წადი, მცხეთის „არმაზზე“ ნოემბერში ან თებერვალში. წვიმაში და ქარში. გორში წადი… ბოლნისში… ზუგდიდში… სამტრედიაში… საკუთარ თავზე მეტად მოედანზე გასული ფეხბურთელები რომ...

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე… ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსია, გულშემატკივარი კარგად რომ არ იცნობს. ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ბევრი რამ საყურადღებოა და ამიტომაც ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი...

ინგლისური რევანში და იმედი
საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს… წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს. ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ მატჩში ესპანელებს მოუგეს… ჰოდა, შუშანიკისეული...

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ კულტურულ, მენტალურ ნათესაობას გრძნობდა: აქაც და იქაც ბიჭები უბრალო ხალხის უბნებიდან; „მეჟდუნოგი“ რომელიც გოლზე ხოშიანია; ბურთის კარის ხაზთან მიტანა და მერე...

ბეზინგენელი მემკვიდრე
იოზუა კიმიხი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში კლუბის 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც 13-ში თავიდან ბოლომდე ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი არც გერმანიის ნაკრებში ჩაიკარგა, სეზონის დასაწყისში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილიპ ლამის შემცვლელი იყო, ამჟამად კი თავადაა ამ ამპლუის ძირითადი მოთამაშე. ნათელია, რომ კიმიხი დიდ პროგრესს განიცდის. თავის ყოფილ კლუბთან, „ლაიფციგთან“ (25 ოქტომბერს თასის, 28-ში კი ბუნდესლიგის) ორმატჩიან სერიამდე კიმიხმა...

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას. *** ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან მის მსოფლიოსთან წოლა, ძალიან გამიჭირდებოდა. საბედნიეროდ, ორივე გამიკეთებია. *** სმაში, ქალებში და სწრაფ მანქანებში დიდძალი ფული დავხარჯე, დანარჩენი კი...

ნისლში დანახული ანა ფრანკის სახე
სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო ხშირად პასი მომე, შეჩემა რომ ისმის მაყურებელთა შეძახილების ნაცვლად და ისიც – მჭადი ხანდახან უყველოდაც რომ მიგვირთმევია, მაგრამ, ფაქტია: ზოგადად ერთმანეთისთვისაა...

ძნელი საქმეა ინგლისელობა
ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა… ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც იმ ფრაგმენტზე სულაც არ ჩანსო....

რევანში ერევანში
ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ თვალში გვაასმაგებდა, მაგრამ კავკასიურ „ელ...

შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!
საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს… მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა? მიხარია რომ აქ ვარ, ძალიან...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ალისონი ლივერპულმა კიდევ ერთი წლით დაიტოვა
„ლივერპულმა’’ ალისონის კონტრაქტის ის პუნქტი გაააქტიურა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი მეკარე კიდევ ერთი წლით „ენფილდზე’’ დარჩება. ალისონმა ხელშეკრულება 2021 წელს გააფორმა და ინგლისური კლუბისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მაშინ დათანხმდა. ერთხელაც გავიმეოროთ: „ლივერპულს’’ უფლება ჰქონდა გოლკიპერისთვის ცალმხრივად ერთი წლით გაეხანგრძლივებინა თანამშრომლობის ვადა. მერსისაიდელები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ ბრაზილიელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდებოდა. ეს ინფორმაცია ალისონის აგენტმა ზე მარია ნეშმაც დაადასტურა. ალისონმა...

რეალის საბავშვო ბაღი და ლამაზი გოლები
„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, რაულ ასენსიო და ფერლან მენდი. როგორც „მარკა’’ იტყობინება არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრის წინ ოთხ ავტორიტეტულ ფეხბურთელთან მოაწყო ეგრეთწოდებული საგანგებო კრიზისული თათბირი....

სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება
ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების სამმა წევრმა გადაიფიქრა ― მათ ავსტრალიაში დასარჩენად უკვე ჰქონდათ ჰუმანიტარული ვიზები, მაგრამ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. ირანული დიასპორის ადამიანთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლაპარაკია ზარა სოლთან მეშკეჰკარზე, მონა ჰამუდისა და ზარა სარბალიზე. შეგახსენებთ რა მოხდა: 2 მარტს ირანი სამხრეთ კორეას ხვდებოდა. ეს იყო ქალთა აზიის თასის მატჩი. შეჯიბრებას ავსტრალია მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ ირანელმა ქალებმა...

მხოლოდ ჩემპიონობისთვის
კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ჩემპიონის გამოავლენას შეუდგებიან. პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამ გუნდების 27 შეხვედრიდან ქართველებმა 19 მოიგეს და 4...

ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?
„ბარსელონას’’ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელიც ხვალ კლუბის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, 18 წლის დრო ფერნანდესის „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ვერ მოუნელებია. 63 წლის ბიზნესმენი გაბრაზებულია „ლა მასიაში’’ აღზრდილი ბიჭის აგენტზე, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია ყოფილა. „დროს წასვლა ზურგში დანის დარტყმის ტოლფასი იყო. მიმაჩნია, რომ ივანმა მიღალატა. ჟორჟე მენდეშთან საერთო ენა გამოვნახეთ და ლამინ იამალი დავიტოვეთ, მაგრამ...

სლოტს იმედი აქვს, რომ ალისონი ხვალვე ითამაშებს
როგორც გინდა ითამაშოს გიორგი მამარდაშვილმა, „ლივერპულში’’ მაინც ალისონს მისტირიან და მის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ. კვირას მერსისაიდელებს პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე მდგომ „ტოტენჰემთან’’ უწევთ შეხვედრა. ამ თამაშის წინ „ლივერპულის’’ თავკაცი არნე სლოტი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერის ჯანმრთელობაში ასი პროცენტით არ არის დარწმუნებული. შესაძლოა მან საზარდულის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. ამიტომ, გუნდის მეორე მეკარე მამარდაშვილი ლონდონელებთან სათამაშოდ მზად უნდა...

ნატანჯი ფრე წვიმაში
AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე შეცვლილი იყო. 83-ე წუთზე მის...

ლივერპულში ალისონის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ
შესაძლოა „ლივერპულს’’ ალისონის გარეშე იმაზე მეტხანს მოუწიოს თამაშმა ვიდრე თავიდან ეგონათო, წერს Empire of the Kop. საიტი შეგვახსენებს, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ვარჯიშზე საზარდულის დისკომფორტი იგრძნო და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სათამაშოდ სტამბოლს არ გაემგზავრა. მის ნაცვლად „გალათასარაისთან’’ კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა. პორტალი წერს, რომ ქართველისთვის ეს ნოემბერის მერე მხოლოდ მეორე შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგაში. კვირას კი „ენფილდს’’ „ტოტენჰემ ჰოთსფური’’...

კვარას ძარღებში ყინულია
იმაში, რომ ფრანგული პრესა ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს გასაკვირი არაფერია. ქართველმა გარემარბმა „ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში საგოლე პასის გადაწოდებას პლუს ორი გოლის შეგდება მოახერხა. პსჟ-მ 5:2 მოიგო, „ეკიპის’’ ერთ-ერთი წერილი კი კვარას ზეიმს მიეძღვნა: რას ნიშნავს მისი ჟესტი? რას გამოხატავს კვარაცხელია ყოველი გოლის გატანის მერე? – კითხულობს ცნობილი ფრანგული...

იქნება მამარდა vs კვარა?
„ლივერპულმა’’ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. ინგლისურ პრესასა და სოცმედიაში გამოითქვა აზრი, რომ მერსისაიდელები ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდნენ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს. თუ არნე სლოტის გუნდი მომდევნო კვირაში ერთგოლიან ჩამორჩენას დაძლევს, მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენსა’’ და „ჩელსის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პსჟ-სა და „ჩელსის’’ პირველი დაპირისპირება კი „პარკ დე პრენსზე’’ მასპინძელთა გამარჯვებით 5:2...

რამ უკბინა კვარას თავმოყვარეობას?
„წაგება ჩემი ბრალია. ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, ამის გაკეთება კი მწვრთნელის საქმეა. 3:3-თან მილიმეტრებში ვიყავით, მაგრამ რას იზამ. პრემიერლიგაში ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის; 2:2-მდეკი კარგად ვთამაშობდით’’, – თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ჩელსის’’ 5:2 ძლევის მერე ლონდონელთა მწვრთნელმა ლაიამ როსენიორმა, რომელიც მანამდე საფრანგეთში მუშაობდა, „სტრასბურს’’ ედგა სათავეში. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა, რომელიც დიდი წინააღმდეგობის...
![Kvaratskhelia კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia.jpg)
კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ამის შემდეგ პარიზელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე კვარამ შექმნა – ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და პსჟ-მ 5:2 მოიგო.

