ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს

ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს

რამდენიმე წელიწადში ლონდონის „ჩელსის“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი ექნება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაჯდება. თავიდან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პროექტში 500 მილიონის დახრჯვას აპირებდა, თუმცა ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, სტადიონის კიდევ უფრო გაზრდა და თანხის გაორმაგება გადაწყდა. სავარაუდოდ, ჩინელები 500 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებენ. ახლა „სტემფორდ ბრიჯი“ 41 631  მაყურებელს იტევს, ახალი – 60 ათასს დაიტევს. თუმცა ეს...

გზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!

გზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!

დღეს იქნებ ისე ძალუმად მივაწვეთ ექვსი ერის ჩარაზულ კარს, რომ  ყინჩ ევროპელებს კარის გახსნა ვაიძულოთ. „თიბისი რაგბის სერიების“ მეორე ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ კარდიფში შეერკინებიან უელსს და, გავიხსენოთ, რომ აქამომდე სატესტო შეხვედრებში ქართველ მორაგბეებს ასეთი ბობოლა მეტოქე ერთ-ორჯერ თუ ჰყოლიათ. უელსამდე საქართველოს ნაკრებმა შრომით, გარჯით, ნიჭითა და უტეხლობით გვარიანი გზა განვლო და გვიკადრეს. კანადასთან ფრენა-ფრენა ლელოებით მოპოვებულმა ხმაურიანმა გამარჯვებამ ხომ უელსთან ჯახს...

მაკარიძე – მეკარის მზე

მაკარიძე – მეკარის მზე

საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მორეირენსეში“ ირიცხება. უბრალოდ, ირიცხება და მეტი არაფერი. წინა სეზონში გუნდის გამორჩეული სახე იყო, მაგარ გუნდებსაც სურდათ, დღეს კი უთამაშებელია. მინდორს კი არა, სათადარიგოებსაც არ აკარებენ. სხვა რას უნდა დააბრალო ეს ფაქტი, თუ არა კონფლიქტს? გავიგეთ, რომ მაკარიძემ ამ ზაფხულს უარი თქვა პორტუგალიის „ბრაგაში“ გადასვლაზე, ფული არ აშოვნინა „მორეირენსეს“ და ამიტომაც სჯიან. ახლა...

solo catenaccio  ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?

solo catenaccio ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?

2000 წლის 29 ივნისს ჰოლანდიაში გახლდით, „ამსტერდამ არენაზე“, დღეს იოჰან კრუიფის სახელს რომ ატარებს. მაშინ, სულ ოთხი წლის აშენებული იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობდა: ჰოლანდია იტალიას ხვდებოდა. მახსოვს, ნაგებობამ შთაბეჭდილება მოახდინა — ტრიბუნები ადგილობრივი არქიტექტურის კანონთა შესაბამისად, ლამის ვერტიკალურად ადიოდა მოედნის კიდიდან ზედა რიგებისკენ. ბილეთს დავხედე, მერე მაღლა ავიხედე და ვიფიქრე, ჩემს ადგილზე ასვლას მიშა ხერგიანი სჭირდება, მეთქი, მაგრამ...

ჰეი, ქინქი!

ჰეი, ქინქი!

სწორედ ათი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც გიო ქინქლაძე ინგლისის სტადიონებზე დათარეშობდა და „მანჩესტერ სიტის“ ისტორიას ქმნიდა. კლუბისთვის ცუდ დროს იყო იქა და ამანაც არია საქმეები, მაგრამ აბა ქაღალდს ჩახედეთ: სამ სეზონში 106 მატჩი ითამაშა სიტიში და აქედან 105 ძირითადში! ერთხელ გამოვიდა შეცვლაზე. იმას მერე კიდევ რაღა არა მოხდა და სულ სხვა ადგილას, სულ სხვა ქვეყანაში, თათართა გუნდ „რუბინში“ ქინქლაძემ...

პატარა გენიოსი

პატარა გენიოსი

1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის “მრეტებში” თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა. თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ… უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე – მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა მეთქი… მერე „დინამო“… მერე „ზაარბრუკენი“… მერე „ბოკა“… მერე „სიტი“… მერე კანტონა, ის და ჟინოლა – პრემიერლიგის სამი საუკეთესო სტუმარი…...

მე ვარ სანე!

მე ვარ სანე!

დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო,  ცოტა შევამოკლეთ უნიჭიერესი ყმაწვილის ნაუბარი და ესეც ვიფიქრეთ: რაოდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმი გამოსჭვივის მის საქმისადმი და საერთოდ, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში. ეგებ ჩვენმა ახალგაზრდა...

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული ემზადება. მას განაცხადი უკვე მზად აქვს და ფედერაციის გამგეობას დასარეგისტრირებლად 15 ნოემბერს ჩააბარებს. პაატა გურასპაული ამჟამად სილქ ტვ-ის კალათბურთის რედაქციის რედაქტორიგახლავთ. ის ხელმძღვანელობს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს, რომელის ორგანიზებითაც  ტარდება თბილისის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შორის. თავის დროზე პაატა გურასპაული თბილისის „დინამოს“ გამთამაშებელი გახლდათ. ცნობილია, რომ გურაპსაულის კონკურენტები ასევე...

ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები

ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები

თამაშის დასრულებამდე სამი წუთი რჩება… ფრეა… მწვრთნელს მოედანზე ორი შემტევი გამოჰყავს… შესაცვლელი ფეხბურთელი წუთნახევარს ანდომებს მოედნიდან გასვლას. თან საკუთარ თავს ტაშს უკრავს. აშკარაა, რომ მთავარი მიზანი არწაგებაა. პრობლემაც მანდ იმალება. არწაგება უკვე შედეგია და ლამის სიამაყით აღიქმება. „დასტოინი“ წაგებაზე და „შტანგები დავუღუნეთ, მაგრამ არ შევიდა“-მდეც არ ვართ შორს. თან იტალიებთან და საფრანგეთებთან კი არა – გუშინ რომ ხურდად ვთვლიდით, იმათთან....

გადასვლა

გადასვლა

ახალგაზრდულ ფეხბურთზე გამახსენდა და ზოგადად, გავრცელებული ამბავია: ფენომენი ბავშვები დიდობაში საერთოდ ვეღარ თამაშობენ, ფენომენი ყმაწვილები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ან საერთოდაც იკარგებიან და მხოლოდ ერთეულები იზრდებიან, სწრაფად ვითარდებიან და  სიყმაწვილის ვარსკვლავობა სიჭაბუკეში გადააქვთ, იქედან კი დიდ ფეხბურთშიც და დიდ ვარსკვლავებად იქცევიან ხოლმე. ვარსკვლავსა და დიდ ფეხბურთელზე მოგახსენებთ, თორემ საშუალო და კარგ ფეხბურთელებში ეს საქმე უფრო იოლადაა. თუმცა, მგონი, ჩვენთან ესეც არანაკლებ...

ფეხბურთის კაცი!

ფეხბურთის კაცი!

თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34 მატჩი, 2 გოლი) 2016 ესქიშეჰირსფორი,...

ბუნტისთავი

ბუნტისთავი

საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს,  „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები მხოლოდ მას უნდა დაერტყა. ამ...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ლივერპულში ჩარჩენილები

ლივერპულში ჩარჩენილები

„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.

თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი

თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია სულამანიძე (100) კი, ბრინჯაოს მედალს...

ლუკა ჩემპიონი

ლუკა ჩემპიონი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში იუკო გაუშვა,...

ბითაძე ფლეი ოფში

ბითაძე ფლეი ოფში

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში...

ერთი დღის ორი ოქრო

ერთი დღის ორი ოქრო

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო… თუმცა, ლიპარტელიანი...

საქართველო ესპანელს ჩაბარდა

საქართველო ესპანელს ჩაბარდა

საქართველო ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა, 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება და გარაბია პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც ორ კვირამდე გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება. გარაბაიამ პროფესიული კარიერა კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ითამაშა EHF-ის ჩემპიონთა...

თბილისში, ბაჰრეინთან…

თბილისში, ბაჰრეინთან…

საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.    

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ

Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და „პარკ დე პრენსზე’’...

მოქმედი ვიცე გახდა…

მოქმედი ვიცე გახდა…

თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციას მედალი აქვს. მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩვენებური ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში სძლია; მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს ვაზარითა და იუკოთი ჯობა; ნახევარფინალში კი, იუკოთი ჩამორჩენილმა, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…...

მბაპე 70

მბაპე 70

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა. პირველ მატჩშიც ბავარიელებმა იმარჯვეს – ...

ხვიჩა მოიგებს

ხვიჩა მოიგებს

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა  მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ. „თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები. ენრიკემ...