ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ნიცასთან“ 1:4 დამარცხდა და ლიგა 2-ში დარჩა. „ნიცამ“ ლიგა 1-ში შეინარჩუნა ადგილი. პირველი მატჩი „ჟოფრუა გიშარზე“ 0:0 დამთავრდა.
ნიცელებმა ერთი კვირის წინანდელთან შედარებით თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინეს, რაშიც ელიე ვაის დაბრუნებამ შეუწყოთ ხელი. კოტ დ’ივუარელმა ორი გოლი გაიტანა. „სენტ ეტიენს“ ცუდად არ უთამაშია, მაგრამ „მწვანეებს“ უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად მოცდა მოუწევთ.
ფლეი-ოფის ორ შეხვედრას შორის დიდი განსხვავება იყო. პირველი თამაში უსახური გახლდათ, მეორეში კი მეტოქეებმა სანახაობა მოაწყვეს. ორივე გუნდი მომენტებს ქმნიდა, ინტენსიურად თამაშობდა.
პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა. შესვენების შემდეგ, 62-ე წუთზე ანგარიში ჟონატან კლაუსმა გასხნა. 79-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ზუსტად დარტყმული პენალტით გაათანაბრა ანგარიში. სტუმრების სამწუხაროდ ქართველის გოლს ორ წუთში მოჰყვა კაილ ბუდაშის შედეგიანი დარტყმა, მერე კი ზემოხსენებულმა ვაიმ ორი დაამატა.
დავითაშვილის თამაში maxifoot-მა 7 ქულით შეაფასა. პორტალმა დაწერა: „ის სავარაუდოდ „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელთაგან ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მან თანაგუნდელ ირვინ კარდონას რამდენიმე ჩინებული პასი მიაწოდა, რომელთა შორის გამოსარჩევია ის ჩაკიდება, როდესაც მისმა თანაგუნდელმა თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა. ისიც აღსანიშნავია, რომ მან ძალიან მშვიდად დაარტყა პენალტი“.
flashscore – 7.1; sofascore – 7.3; footmob – 7.8

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
