„მილანში’’ ფრანგი ლატერალისთვის თეო ერნანდესისთვის შესაძლოა ბოლო გაზაფხული დადგა. მისი მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით კლუბთან ჯერჯერობით მძიმედ მიმდინარეობს. ამას ემატება ფეხბურთელის რამდენიმე საქციელი რომელმაც კლუბი გააღიზიანა და ბოლოს — მისი თამაში ხშირად ძველებურ სტანდარტს აღარ შეესაბამება. არადა, ერნანდესისგან „სან სიროზე’’ სხვა დონის ფეხბურთს არიან დაჩვეულები. „ლეჩესთან’’ შეხვედრაშიც კი რამდენიმე გაბრწყინების მიუხედავად მარსელში დაბადებულ-გაზრდილი ვარსკვლავის თამაში...
წელი: 2025
ლივერპულელები პსჟ-ს შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ ბევრს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულისთვის’’ წინააღმდეგობის გაწევას. დღეს გულშემატკივართა დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რამდენად შეძლებენ მერსისაიდელები პარიზელთა იმ ფეხბურთთან გამკლავებას, რომელიც მათ „პარკ დე პრენსზე’’ აჩვენეს. მიუხედავად 0:1 მარცხისა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს პსჟ-ს ფეხბურთელების ოსტატობა ლივერპულელმა მოთამაშეებმაც...
სპალეტის ოთახი ნაპოლის ბაზაზე
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია Nove-ს თოქ-შოუ Che tempo che fa-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ნაპოლის’’ პერიოდიც გაიხსენა. „ნეაპოლში მეორე წელიწადს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. სოფა მივიტანე და ჩემთვის პატარა ოთახი მოვაწყე. ქალაქის ცენტრი ბაზიდან კარგა შორს არის. მგზავრობაში დროის ხარჯვა არ მინდოდა. როდესაც რაღაც გიყვარს, დიდი დრო უნდა დაუთმო. სწორედ ეს გავაკეთე ნეაპოლში…...
საუკეთესო ბუდუ!
მოედანზე მეორე ტაიმში შესული ბუდუ ზივზივაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილმა არაჩვეულებრივმა გოლმა მე-13 ადგილზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ ზედიზედ მეორე გამარჯვების საშუალება არ მისცა. „ჰაიდენჰაიმი’’ კი კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნავსი გაწყდა და ბუდუმ ბუნდესლიგაში გოლი მიიწერა. „როგორც იქნა! ჩინებული გოლი გამოვიდა. მიხარია „ჰაიდენჰაიმის’’ სახელით პირველი გოლი რომ შევაგდე. ეს აგრეთვე...
თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა
ავსტრიის გრან პრიზე უმედლო ორი დღის შემდეგ, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ნამუსი მძიმე წონაში მოჭიდავეებმა მოწმინდეს და ჩვენს დელეგაციას ერთბაშად სამი მედალი მოუტანეს – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის. 90 კილოგრამ წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა. უფრო სწორად, არ შედგა, რადგან ტატო გრიგალაშვილი ტრავმის გამო გიორგი ჯაბნიაშვილს არ გამოუცხადდა. ოქრო ჯაბნიაშვილს ერგო, ვერცხლი – გრიგალაშვილს....
სუპერბუდუ!
ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, ვნახეთ – ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმში, შესაბამისად კი ბუნდესლიგაში, სადებიუტო გოლი გაიტანა. მისი გუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრა და ქულას დასჯერდა. ჩვენიანი თავდამსხმელი სთადარიგო იყო, თუმც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 20 წუთში იხეირა კიდეც. ულამაზესი გოლი იყო. ცაციამ მარჯვენათი შორეულ ცხრიანში ჩაახვია… სადღეისოდ ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა. https://streamin.me/v/8396aee8
ვა-სილ ლო-ბჟა-ნი-ძე
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონნატის ლიგა პრო დ2-ში 23-ე ტური გაიმართა, რომელშიც 20-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. სამმა მათგანმა კი თავი ლელოს დადებით გამოიჩინა. მანამდე ის უნდა ითქვას, რომ მართალია, „გრენობლმა“ ანგულემში 13:25 წააგო, მაგრამ უახლოეს მდევარ „პროვანსსა“ და „ბრივს“ მთელი 12 ქულით უსწრებს და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. „ალპელების სასტარტო მარჯვენა ბურჯი გიორგი პერტაია გახლდათ. „პროვანნსმა“ „კოლომიეს“...
მამარდა: ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ!
„მარკა’’ წერს, რომ „ვალენსიასა’’ და „ვალიადოლიდის’’ შეხვედრის უარყოფითი გმირი მასპინძლეთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ფეხით თამაშში უხეში შეცდომა დაუშვა და ხუანმი ლატასას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების კარის მცველს ბურთი მისმა მცველმა კრისტიან მოსკერამ დაუგორა. მან გამოტანა სცადა, მაგრამ შეეშალა – ის სტუმრების თავდამსხმელს მიუგორა. შემდეგ მამარდაშვილმა მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა...
როგორ მიაბჯინა კვარამ ბრეტონის ცას ფეხი
შაბათ საღამოს რენში ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე საჰაერო ილეთი შეასრულა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის’’ ოფიციალურმა გვერდმა შესანიშნავი ფოტოთი უკვდავყოო, წერს „პარიზიენი’’. სტუმართა შვიდი ნომრის ფოტო სრულიად ინტერნეტმა აიტაცა. გავლენიანი ფრანგული გაზეთი ამბობს, რომ ფოტო ქსელს მანამდე მოედო, სანამ კლუბი მას ოფიციალურად გამოაქვეყნებდა. თავად ამბავი კი 8 მარტს მოხდა, როდესაც პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში...
სერჟიო კონსეისაუს ავი მუსაიფი
„მილანს’’ ცუდი სეზონი აქვს. ლეგენდარული „როსონერი’’ სერია A-ს ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და… არც მოედანსმიღმა შარი აკლია: ხუთშაბათს გუნდის მწვრთნელის სერჟიო კონსეისაუს პრეს-სპიკერმა ფრანსისკო ემპისმა გაავრცელა წერილი, რომელშიც აღწერა, თუ რა სირთულეებს წააწყდა პორტუგალიელი მწვრთნელი მას მერე, რაც „მილანი’’ ჩაიბარა ანუ იანვრიდან. წერილში ჩამოთვლილი იყო, რომ კლუბის ინფრასტრუქტურა ევროპის ტოპ-გუნდისას არ შეეფერება, ფეხბურთელები...









