საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ ჯერ მოგების გემო არ იცის. ჩვენი გუნდი ამჯერად პოლონეთს გაეჯიბრა და მეოთხე მარცხი იწვნია – 89:94.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუ შესვენებამდე უკეთესები ვიყავით, შემდეგ ავირიეთ და საკუთარ კალათში ბევრი ქულა მივიღეთ.
პირველი პერიოდი 26:25 მოვიგეთ. განსაკუთრებით ჩვენი მაღლები აქტიურობდნენ და ქულებს ისინი იხვეჭდნენ. მეორე მეოთხედი კიდევ უკეთესად ჩავატარეთ, ამჯერად დაცვაშიც ვიყოჩაღეთ, შეტევაშიც და დიდი შესვენების წინ რვა ქულით ვიგებდით – 51:43. თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ ავირიეთ და ოთხ წუთში პოლონეთი უკვე წინ იყო – 57:56. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი წინ პოლონელები უკვე ორი ქულით იგებდნენ – 68:66.
ქულა-ქულაში გაგრძელდა ბოლო მეოთხედიც, ძირითადად წინ პოლონელები იყვნენ. ბოლოს მასპინძლებმა მოუმატეს და 2.19 წუთით ადრე შვიდი ქულით დაწინაურდნენ და საქმე მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე. უფრო ცუდი ამბავი ის არის, რომ ტრავმა მიიღო რატი ანდრონიკაშვილმა, რომელიც ერთი შეხედვით სერიოზულია. იმედია, რატი ევრობასკეტზე ითამაშებს, თორემ ისეც არც თუ დამაჯერებელ უკანა ხაზში პრობლემები მოგვემატება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
