წაგება ვიწრო წრეში
სპაერი – აუსტრია 0:5
საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „სპაერი“ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ვენის „აუსტრიასთან“ საკუთარ მოედანზე 0:5 დამარცხდა.
თბილისური კლუბის ქომაგებმა მიხეილ მესხი 2-ის სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე ვერ გაავსეს – ავსტრილებმა ამ მხრივაც აჯობეს ქართველებს – სტუმართა გულშემატკივრები გაცილებით უფრო აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს.
სტუმრებმა საქმე პირველი ნახევრის ბოლოს მოათავეს – ტაიმის ბოლო ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანეს და ისედაც ფორმალობად ქცეულ შეხვედრას აზრი ბოლომდე დაუკარგეს.
მეორე ტაიმში „აუსტრიამ“ კიდევ ორი ბურთის გატანა შეძლო. „სპაერმა“ კი თვისთვის სადებიუტო ევროსეზონი ორი მატჩის ჯამში 0:7 მარცხით დაასრულა.
ევროსეზონი „დილამაც“ დაასრულა
დილა – რიგა 3:3
ერთბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა აღმოსაფხვრელი გორის დილას ლატვიურ „რიგასთან“. გორელები ამ შეხვედრაში სამჯერ იყვნენ წინ, მაგრამ სტუმრებმა სამივეჯერ გაქვითეს ანგარიში და საბოლოოდ მატჩი 3:3 დასრულდა.
გორის „დილაც“, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროტურნირებს ივლისშივე გამოეთიშა და აგვისტოდან ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს გამოსვლას.

უარესად, ვიდრე ნიქოზიაში
ტორპედო – ომონია 0:4
ვერც ქუთაისის „ტორპედომ“ შეძლო ნიქოზიის „ომონიის“ ბარიერის დაძლევა. ქუთაისელებს ნიქოზიაში 0:1 ჰქონდათ წაგებული და საპასუხო მატჩს იმედიანად ელოდებოდნენ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული – „ომონიამ“ 4 უპასუხო გოლი გაიტანა „ტორპედოს“ კარში – ქუთაისლებემა კი კვიპროსელებს 4 ტაიმში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს.
ასე და ამგავარად – ივლისში დაწყებული ევროტურნირები ქართულმა გუნდებმა ივლისშივე სამარცხვინოდ დაასრულეს…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
