შვიდგოლიანი ორი დუბლით

Home კატეგორიის გარეშე შვიდგოლიანი ორი დუბლით
შვიდგოლიანი ორი დუბლით

უეფა-ს კონფერენციის ლიგაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასს“ უმასპინძლა და 4:3 მოიგო.

ანგარიში ქუთაისლებმა გახსნეს, მაგრამ სტუმრებს სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდათ წინ გასასვლელად – მასპინძლებს გოლი ლუკა იმნაძემ გაუტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სიმიჩმა გაათანაბრა და ტაიმი 2:2 დასრულდა.

ქუთათურებმა თამაში იონსენისა და სიმიჩის დუბლებით მოიგეს – ისევე როგორც პირველი ტაიმში, სიმიჩმა გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გაიტანა და „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

სხვათა შორის „ტორპედო“ და „ორდაბასი“ ევროტუნირებზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს – პირველ შემთხვევაში, 2019 წელს ყაზახებმა ორივე შეხვედრა მოიგეს და „ტორპედო“ ევროპის ლიგის გათამაშებას გამოთიშეს.

შეძლებენ ქუთაისელები რევანშის აღებას? ამას 17 ივლისს ვნახავთ.

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.