საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბრატისლავის სლოვანთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – ინფორიმაცის კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
„ჩვენი კლუბისთვის გურამ კაშია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გუნდში მოსვლის დღიდან მან არაერთხელ დაამტკიცა თავის მაღალი კლასი და გამოავლინა ლიდერის თვისებები. საპასუხისმგებლო მომენტებში გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოფნა აუცილებელია. კაშიას ჩვენი
გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში გამორჩეული წვლილი მიუძღვის. მოხარული ვარ, რომ მასთან შეთანხმება შევძელით და გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება“, – განაცხადა „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა.
„სლოვანში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდოდა, კვლავ მეთამაშა აქ და მიხარია, რომ გუნდში მეხუთე სეზონს დავიწყებ. აქ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი. მჯერა, რომ კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ. გასული ოთხი წლის განმავლობაში „სლოვანში“ ოთხი ტიტული მოვიგე და მინდა, ეს რიცხვი გავზარდო. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას“, – ეს კი უკვე გურამ კაშიას სიტყვებია, რომელიც მან კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს განუცხადა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
