8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გუნდს კონტინენტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, შესაძლოა, ფრეც ეყოს და წაგებითაც გავიდეს, მაგრამ საქმე მოლეული სჯობიაო… არადა, ბერძნებთან პირველი თამაში 26:27 წავაგეთ. უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ მოიგო, რადგან ბოლო ბურთი 8 წამით ადრე მივიღეთ და ისიც...
ფლიკი: მსაჯს ვუთხარი რაც სათქმელი იყო!
„ინტერისა’’ და „ბარსელონას’’ უჩვეულო, დრამატული დაპირისპირების შემდეგ (3:3; 4:3 დამატებით დროში), „სან სიროს’’ საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიელთა გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს: …ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. მატჩში სული და გული ჩავდეთ. ყველა ეპიზოდი, რომელიც 50-50-ზე იყო „ინტერის’’ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მე ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, რომ შედეგი უსამართლოა. მსაჯმა რამდენიმე...
ჰოკეის ველით საქართველოში…
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ახლახან მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ახალ ზელანდიაში ჩვენებმა ყველა მეტოქე დაჩაგრეს და პირველობაც დამსახურებულად იზეიმეს. დღეს კი იმ გუნდების ვინაობა გაირკვა, რომლებიც A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან – ბელგია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ავსტრალია, ხორვატია და სერბეთი. შეჯიბრება ამ ჯგუფში გაისად, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს, რაც კიდევ უფრო...
ინგლისურ-ფრანგული ქართული აქცენტით
გასულ უქმეებზე სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ორივე ტურნირში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასზეც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისური და ფრანგული კლუბები, ხოლო ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთში ერთბაშად ოთხი ბორჯღალოსანი თამაშობს. ჩემპიონთა თასი 2025 წლის ევროპის უძლიერესი სარაგბო კლუბის წოდებისთვის გადამწყვეტი მატჩი 24 მაისს 17:45-ზე პლანეტის ერთ-ერთ უმთავრეს სარაგბო არენაზე – კარდიფის „მილენიუმზე“ დაიწყება, რომელიც დღეს...
რუნის ეჭვი
უეინ რუნი შიშობს, რომ ევროპის ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის’’ წარმატებული სვლა კლუბში არსებულ ბევრ პრობლემას მალავს. მანკუნიანელთა ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი აცხადებს, რომ მთელ რიგ საკითხებს რაც შეიძლება მალე სჭირდება მოგვარება. რუბენ ამორიმის ფეხბურთელებმა ბილბაოში 3:0-ის მოგებით ფინალში გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს. მართალია, ხუთშაბათს „ოლდ ტრეფორდზე’’ საპასუხო მატჩია, მაგრამ დიდი ალბათობით ბასკები სამგოლიან ჩამორჩენას ვერ გამოასწორებენ. საინტერესოა, რომ...
პლატინის გუნდი აღზევდა
„ნანსის’’ ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი რასაკვირველია მიშელ პლატინია. ქალაქიდან 90 კილომეტრში დაბადებული ვარსკვლავი კლუბის საწვრთნელ ცენტრს 1972 წელს შეუერთდა და პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო. 1979 წელს პლატინი „სენტ ეტიენში’’ გადაბარგდა, მანამდე კი „ნანსიში’’ 214-ჯერ ითამაშა. „ოქროს ბურთის’’ სამგზის (1983, 1984, 1985) გამარჯვებულმა „ნანსისთან’’ ერთად 1975 წელს D2 ლიგის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1978-ში საფრანგეთის თასი აღმართა....
რომელ ფორმას ჩაიცვამს ხვალ პსჟ?
ვითომ ადვილი ასარჩევი იყო, რომელი ფორმით უნდა უმასპინძლოს „პარი სენ ჟერმენმა’’ „არსენალს’’? შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში პარიზელები „პარკ დე პრენსზე’’ ლონდონელებს მასპინძლობენ. პირველი შეხვედრა „ემირეით სთადიუმზე’’ პსჟ-მ მოიგო 1:0. საერთოდ, ფორმას მასპინძლები ირჩევენ, სტუმრები კი უხამებენ. ლოგიკური არჩევანი, ცხადია, მთავარი ფორმა იქნებოდა: მუქი ლურჯი, ვერტიკალური წითელი ზოლით, რომელსაც თეთრი კანტი დასდევს. მეორე არჩევანი...
დემბელემ კვირასაც ცალკე ივარჯიშა
სტრასბურში 1:2 დამარცხების მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელები პუასი კამპუსში სავარჯიშოდ გამოცხადდნენ. წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ლუის ენრიკემ ელზასში დაასვენა, კვლავ შეუდგა საქმეს, თუმცა მათ შორის ოსმან დემბელე არ ყოფილა. პარიზელთა გუნდის თავდამსხმელი, რომელმაც „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ფეხი იტკინა, გამოჯანმრთელების გზას ადგას. და მაინც, კვირას ის დარბაზში დარჩა, რადგან ექიმებს გარისკვა...
ჟორჟმა მონაკოში უნდა მოვიგოთო
„ლიონმა’’ „ლანსთან’’ შინ 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას როგორც ჩანს დაემშვიდობაო, ― წერს „პარიზიენი’’. მატჩის შემდეგ პრესასთან ლიონელთა პასუხისმგებელ პირთაგან არავინ გამოსულა. ანდა ვინ უნდა გამოსულიყო, თვით ჯონ ტექსტორი? ის სხვა საქმეების გამო საერთოდ არ იყო სტადიონზე, რაც პარიზული გაზეთის აზრით ეჭვს აჩენს, რომ ამერიკელი ბიზნესმენისთვის გუნდი მთავარი არ არის. იქნებ გენერალური მენეჯერი ლორან...
ჟორჟის თავური… [VIDEO]
საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი „ქართული“ გოლი გავიდა – ამჯერად ჟორჟ მიქაუტაძემ იყოჩაღა – „ლანსთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.









![Giorgi-mikautadze ჟორჟის თავური… [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/02/Giorgi-mikautadze.jpg)