5 და 8 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – „ჯვაროსნები“ თბილისში ფარერის კუნძულების ნაკრებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ამას გარდა საქართველო ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა…
დღეს მილანში, „ინტერის’’ ბანაკში სრული კონცენტრაციაა. „პარი სენ ჟერმენთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სხვა საკითხებზე ენერგიას არავინ ხარჯავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ბოლოხანს სიმონე ინძაგიმ ქარაგმულად და მინიშნებებით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ფინალი, შესაძლოა „ნერაძური’’ დატოვოს. calciomercato-ს მიმომხილველის ანდრეა დისტასოს აზრით კლუბი ხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის ამთავითვე უნდა მოემზადოს. ერთი წლის…
გაუგონარი უყურადღებობის თუ დანაშაულებრივი გულგრილობის გამო ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ იმ კლუბებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს. მართალია რიონისპირეული კლუბის შეფები ამბობენ, რომ ფიფასთან სიტუაცია დაარეგულირეს, მაგრამ პრესა ამტკიცებს, რომ დაწყნარების საბაბი არ არსებობს. წერენ, რომ კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა გულშემატკივრებს შეიძლება „ლიონისა’’ კომპანია Eagle Football-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამამშვიდებელი ამბები მოუყვეს, მაგრამ…
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საფრანგეთის თასის ფინალი შაკიკის გამო გააცდინა, სამშაბათ შუადღისას, „ინტერთან’’ თამაშამდე ოთხი დღით ადრე ვარჯიშს დაუბრუნდა. „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „რეიმსის’’ 3:0 დამარცხებიდან ორდღენახევრის შემდეგ პსჟ პუასის ბაზაზე შეიკრიბა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საბოლოო მზადება დაიწყო. შეხვედრა შაბათს, 31 მაისს მიუნხენში, საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. პრესის აზრით, სამშაბათის ვარჯიში საყურადღებო იმით იყო,…
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებურმა ოთხსაათიან და ხუთსეტიან ბრძოლაში პორტუგალიელ ენრიკე როშასთან წააგო – 6:7; 6:2; 6:7; 6:2; 2:6. პირველი და მესამე სეტების ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა და ორივე პორტუგალიელმა წაიღო. სამაგიეროდ, ბასილაშვილი მძლავრად გამოიყურებოდა მეორე და მეოთხე სეტებში და ერთნაირი ანგარიშით მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში კი პორტუგალიელის უპირატესობა აშკარა იყო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes