ვიქტორ ოსიმენი სეზონის’’ ბოლოს „გალათასარაის’’ დატოვებს. ნიგერიელს ახალი გამოცდილება სჭირდება და მისი დონის ფეხბურთელისთვის ეს გასაკვირი არც არის. მოგეხსენებათ ოსიმენი ჯერ კიდევ „ნაპოლის’’ საკუთრებაა. ამ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2026 წელს გაუდის.
„პარტენოპეელებმა’’ თავდამსხმელი ამ ზაფხულს უნდა გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს დაკარგავენ. ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა. კონტრაქტის თანახმად „აძურისა’’ და ნიგერიელს შეუძლიათ თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელონ, მაგრამ თუ კლუბი ხსენებულ პუნქტს გაააქტიურებს, ფეხბურთელის კონტრაქტი ავტომატურად გახდება წელიწადში 15 მილიონი ევრო. ახლა ოსიმენს წელიწადში 11 მილიონი უხდიან.
სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტმა ალფრედო პედულამ თავის ვებგვერდზე დაწერა: „ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაიში’’ წარმატებულ წელიწადს სეზონის ბოლოს დაამთავრებს, მაგრამ მომავალიც ხომ სჭირდება? გავიხსენოთ მისი კონტრაქტის ასპექტები: „ნაპოლისთან’’ მისი თანაშრომლობის ვადა 2026 წელს იწურება; იტალიის გარეთ მისი გამოსასყიდი თანხაა 75 მილიონი ევრო; თუ კონტრაქტის განახლების პუნქტს აამოქმედებს, „აძურის’’ ნიგერიელისთვის 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც არ მოხდება. ამას „ნაპოლის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ დაუშვებს, ასე რომ, ის ამ ზაფხულზევე უნდა გაიყიდოს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
