Breaking News

Day: March 20, 2025

თითქმის B ლიგაში

საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. ერევანში სომხეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ერთა B ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ წელიწადი მოგებით დაიწყეს. ნაკრებს პირველად უკაპიტნა ოთარ კიტეიშვილმა. საბა გოგლიჩიძე კი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ჩინებულად გაართვა თავი ამოცანას. ახლა საქართველოს სომხეთთან ასეთი ბალანსი აქვს:…

Read more

დუე მბაპეს სკოლაში სწავლობდაო

„პარი სენ ჟერმენის’’ 19 წლის შემტევი დეზირე დუე საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, რის გამოც ის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნად არ მოიძებნება მისი ასაკის ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ის გარდა ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ნათამაშევი. პროფესიული მხარის გარდა, საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებულმა ყმაწვილმა ყურადღება ჟურნალისტებთან ლაღი ურთიერთობით მიიპყრო. ფრანგებს ასეთი ტრადიცია აქვთ: ეროვნული გუნდის დებიუტანტს პრეს-კონფერენციაზე მიიყვანენ…

Read more

პაჩოს სახლში შეძრომა უნდოდათ

ხვიჩა კვარაცხელიას ეკვადორელი თანაგუნდელი ვილიან პაჩო ნაკრებშია გამოძახებული, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში შინ ვენესუელას და სტუმრად ჩილეს ენდა ეთამაშოს, პარიზის დასავლეთ ნაწილში კი ამასობაში მისი სახლის გატეხვა სცადეს. ვერანდაზე ფანჯარა ჩამტვრეულია, ქურდი კი უკვალოდ გაქრა. პოლიცია პაჩოს შინამოსამსახურემ გამოიძახა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან ცენტრალური მცველი პირველი არ არის ვისი საცხოვრებლებიც პრიზელ ქურდებს მოეწონათ. მათ სხვადასხვა წლებში სერხიო რიკოს,…

Read more