საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. ერევანში სომხეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ერთა B ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ წელიწადი მოგებით დაიწყეს. ნაკრებს პირველად უკაპიტნა ოთარ კიტეიშვილმა. საბა გოგლიჩიძე კი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ჩინებულად გაართვა თავი ამოცანას. ახლა საქართველოს სომხეთთან ასეთი ბალანსი აქვს:...
ჭდე: სომხეთის ნაკრები
ტიხი მეზობლებისთვის
ხვალ პოლონურ ქალაქ ტიხიში, კატოვიცედან 20 კილომეტრში რომ მდებარეობს, საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთისას დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის ეგიდით იმართება და ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართველთა და სომეხთა საფეხბურთო ბატალიებში გახარჯულ ემოციას რომელი ტურნირის ფორმატი და სამი ქულა დაიტევს? ყველაფერს თავი დავანებოთ და „დინამოზე“ მამაჩემმა პირველად 1978 წელს სწორედ ერევნის...
ერევანში გიბრალტარის საპატივცემულოდ ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს
გიბრალტარის ნაკრები და მთელი სტუმარი დელეგაცია მეტისმეტად ნაწყენი დარჩა, რადგან სომხეთში ერთა ლიგის თამაშის წინ, მასპინძლებმა მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს. რასაკვირველია, სომხებმა სტუმრებს მაშინვე მოუბოდიშეს, მაგრამ გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაწერა ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი აღწერა და გაასაჯაროვა. განცხადებაში წერია: „გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია დიდი გულისწყრომით აცხადებს, რომ სომხეთთან უეფას ერთა ლიგის...


