ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ საკუთრ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს. პირველი ტურშია ერთი გამორჩეული შეხვედრა – 2 მარტს „ბათუმი“ „აჭარაბეთ არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. I ტური პარასკევი, 28 თებერვალი იბერია – თელავი 20:00 | მიხეილ მესხი – თბილისი შაბათი, 1 მარტი სამგურალი – კოლხეთი 1913 15:00 | წყალტუბო, საფეხბურთო...
ძველი ახალი მეკარე დინამოში…
ახალი სეზონიდან თბილისის „დინამოს“ კარს 36 წლის მოლდოველი მეკარე, სტეფან სიკაჩი დაიცავს. სიკაჩმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „დინამოს“ პორტუგალიაში შეუერთდა, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება. სიკაჩი „დინამოში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი „აკჟაიკისა“ და „ქაისარის“ ღირსებას იცავდა.
ჟირუ: ის პსჟ-ს გოლებს და სიმტკიცეს შემატებს
„ყველა ადამიანისთვის რომელიც ქართველურ ენებს არ იცნობს ამ გვარის გამოთქმა რთულია, ამიტომ შიშს რომ შეიძლება შეგეშალოს, აზრი არ აქვს. „ნაპოლის’’ გულშემატკივრებმა თავის დროზე ის „კვარადონად’’ გადააკეთეს, რაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ მინიშნება დიეგო მარადონაზე, ნეაპოლელთა აბსოლუტურ კერპზე. ეს კი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ბიჭით, რომლის მაგვარი ფეხბურთელების სანახავად იმედით სავსენი და მოუთმენლობით შეპყრობილნი...
საუკეთესო გამოსავალი და ნეაპოლელი ფანების სირცხვილი
„ლა რეპუბლიკას’’ სარედაქციო წერილების ავტორი ანტონიო კორბო „რადიო მარტეს’’ გადაცემა Forza Napoli Sempre-ში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის თემას შეეხო. „კვარასა და „ნაპოლის’’ ისტორია კარგად დასრულდა. მხარეებმა მოძებნეს გამოსავალი, რომელიც ორვიეს ხელს აძლევს: კლუბმა დიდი თანხა მიიღო, ფეხბურთელმა კი ისეთი ხელფასი, რომელსაც სხვაგან არ დაუნიშნავდნენ. ახლა ქართველმა უნდა დაამტკიცოს, რომ იმ დონის ფეხბურთელია „აძურიში’’...



