დღე: დეკემბერი 17, 2024

Home 2024 დეკემბერი 17 (სამშაბათი)
გზა მსოფლიო თასისკენ ავჭალაზე გადის
ჩანაწერი

გზა მსოფლიო თასისკენ ავჭალაზე გადის

რაგბის ქართველ გულშემატკივრებს შემოდგომის ტესტებიდან გადმოყოლილი ემოციები ჯერაც არ დაცხრომიათ და სულ რაღაც 6 კვირაში ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს ახალი თავგადასავალი ეწყებათ. 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „ავჭალაზე“ შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლებს და ამით დასაბამი მიეცემა ქართველების სვლას მორიგი, მე-17 ტიტულისკენ. ეს ხომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატია, რომელიც ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 16-ჯერ, აქვს მოგებული რუმინელთა ხუთისა...

დე ლაურენტისი: სად იყო რომი და მილანი, როცა იყო ნეაპოლი
ჩანაწერი

დე ლაურენტისი: სად იყო რომი და მილანი, როცა იყო ნეაპოლი

„ნაპოლიმ’’ დიდი საშობაო ზეიმი გადაიხადა. პიეტარსას ეროვნულ მუზეუმში 600 სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის, ცხადია, ფეხბურთელები თანმხლები პირებითურთ. იყვნენ ანტონიო კონტე და თვით პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც თავისი სიტყვით მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთმა საიტმა ზუსტად აღწერა ვინ რომელ საათზე გამოცხადდა წვეულებაზე. მართალია ჩამოთვლილთა უმეტესობის გვარ-სახელი არაფერს გვეუბნება, მაგრამ ვიგებთ, რომ მაგალითად სპორტული დირექტორი...

ნაპოლის ბონჯორნოც გამოკლდა
ჩანაწერი

ნაპოლის ბონჯორნოც გამოკლდა

„ნაპოლის’’ პრობლემა დაემატა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ალესანდრო ბონჯორნო დაშავდა. ბონჯორნო ის ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში „აძურის’’ დაცვაში ნაპრალები შეავსო და გუნდის თამაში სხვა დონეზე აიყვანა. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად „ტორინოს’’ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ვარჯიშის დროს წელი იტკინა. სამედიცინო ტერმინებით თქვენც რომ არ დაგღალოთ და ჩვენც რომ არ ვიწვალოთ, დაზიანებულია ხერხემალი. ბონჯორნო დღეიდან მკურნალობის პროცესს იწყებს....