ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჟორჟმა პენალტით შეაგდო, თუმც აღსანიშნია, რომ ის პენალტიც თავად მოიპოვა. „ოსერთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენიანმა თიტქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და მცველს პენალტიც დასტყუა… მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ „ლიონი“ 1:0 დაწინაურდა… „ოსერმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მალევე მიქაუტაძემ მეორე...
ხუთი და ნული
როგორც ჩანს, ქართველი კალათბურთელები NBA-ს წლევანდელ სეზონშიც სხვათა ჯანმრთელობაზე უნდა იყვნენ დამოკიდებულნი. ჩვენებურებს სათამაშო დრო ან ლიმიტირებული აქვთ, ან საერთოდ არ ეძლევათ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მემფის გრიზლისს“ დაუპირსპირდა და რეგულარულ სეზონში პირველად დამარცხდა – 111:124. სათადარიგო სკამზე იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე. ჯამალ მოსლიმ მას სათამაშოდ მხოლოდ 5 წუთი მისცა, რა დროშიც...
შეფასებები: კვარას ოცი წუთი
„ნაპოლიმ’’ აუტსაიდერ „ლეჩეს’’ უმასპინძლა და ბრძოლით მოუგო 1:0. ნეაპოლელები 9 ტურის შემდეგ პირველ ადგილს ინარჩუნებენ. ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტემ მოედანზე შეხვედრის 72-ე წუთზე შეიყვანა. სავარაუდოდ მწვრთნელმა მარცხენაფლანგელი ქართველი და მარჯვენაფლანგელი მატეო პოლიტანო სამშაბათს „მილანთან’’ შეხვედრისთვის დაასვენა. ქვემოთ გთავაზობთ ნეაპოლურ და არა მარტო ნეაპოლურ მედიაში გამოქვეყნებულ შეფასებებს, რომლებიც ტრადიციულად არაერთგვაროვანია. calciomercato — 6.0 შევიდა თუ არა კვარაცხელია მოედანზე,...


