იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ტოტო სკილაჩი მშობლიურ პალერმოში დაკრძალეს. ის მძიმე სენისგან 18 სექტემბერს გარდაიცვალა. ფეხბურთელობის დროს სკილაჩი თამაშობდა „მესინაში”, „იუვენტუსში”, „ინტერსა” და იაპონურ „ჯუბილო ივატაში”.
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთსო ბომბარდირის გასვენებას დაესწრნენ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა, მისი წინამორბედი ანტონიო მატარეზე, კლუბ „პალერმოს” წარმომადგენლები და რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის სკილაჩის დისშილი ფრანჩესკო დი მარიანო.
ოფიციალურ პირთაგან ვეტერანს პატივი მიაგეს პალერმოს მერმა რობერტო ლაგალიამ და სხვა ჩინოსნებმა. იყვნენ სკილაჩის „ნოტი მაჯიკეს” დროინდელი თანაგუნდელები: ჯუზეპე ბერგომი, ლუიჯი დე აგოსტინი და ჯუზეპე ჯანინი.
სხვები? სოციალურ ქსელებში გავრცელდა „იუვენტუსის” უკმაყოფილო ფანების კომენტარები.
„გამიხარდა, როდესაც გასვენებაზე ლუიჯი დე აგოსტინი დავინახე, მაგრამ სად იყვნენ სხვები? სკილაჩიმ „იუვეს” შემადგენლობაში მოიგო უეფასა და იტალიის თასები. ის ტურინელთაგან მეტ პატივისცემას იმსახურებდა”, — დაწერა ერთმა მათგანმა და ეს სულისკვეთება ძალიან ბევრმა გაიზიარა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
