![]()
თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა მონაგარს ორ ოქროსთან ერთად ერთი ბრინჯაოც შემატეს და საბოლოოდ, საშინაო გრანდ სლემი 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაური (90კგ.) პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მეტოქეების რბევას შეუდგა და არანაირი შანსი არ დაუტოვა. ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ჯონ იაინს სძლია, ვისაც რუმინელი ალექს ჩრეტი მიაყოლა, ნახევარფინალში კი ბერძენ თეოდოროს ცელიდისსაც აჯობა. ფინალში ბექაურის წინ აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი დადგა, რომელსაც იპონით 49 წამში მოუგო და თბილისის გრანდ სლემზე ზედიზედ მეორე ოქრო მოიპოვა.
გრანდ სლემი მძიმე წონით და ქართული ჰიმნით დაიხურა. გურამ თუშიშვილმა ოქროსკენ მიმავალ გზაზე გერმანელი ერიკ აბრამოვი, მონღოლი პერენლეიამც უსუხბაიარი, სლოვაკი მარიუს ფიზელი და ყაზახი იერასილ კაჟიბაიევი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს დაეჭიდა და ისევ იპონი – ამჯერად, 51 წამში! მანამდე კოკაურმა საბა ინანეიშვილმა წაგვიქცია, რომელმაც რეპეშაჟში გადაინაცვლა და იქ გერმანელი ლოსენი კონე დაჯაბნა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს წუთსა და 2 წამში იპონით აჯობა. შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე მანამდე ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ.) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ.) მოიპოვეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
