ნეაპოლური საიტის calcionapoli1926-ის ჟურნალისტი ედოარდო რიჩო წერს, რომ მართალია ვიქტორ ოსიმენის მაღალი კლასი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ფაქტია, რომ მან „ბარსელონასთან” ცუდად ითამაშა. ნიგერიელს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაზე გავლენა საერთოდ არ მოუხდენია, ხოლო იმაში, რომ სეზონის ბოლოს „ნაპოლიდან” მიდის ახლა უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. თავისი აზრის გასამყარებლად ჟურნალისტს მთავარი ნეაპოლური გაზეთის „ილ მატინოს” ციტატა მოჰყავს, რომეშიც წერია რომ კლუბის მიერ განებივრებული, ჭარბი ხელფასით დასაჩუქრებული ვარსკვლავის ქცევა უკვე გასახდელშიც აღარ ეპიტნავებათ.
„ოსიმენი კლუბმა გაანებივრა და მეტისმეტი ხელფასით დაასაჩუქრა. მას ძღვნად მისცეს ყველაფერი რისი მიცემაც შეიძლებოდა. თუნდაც პირადი მიზეზების გამო ნიგერიაში დარჩენის ნებართვა და შვებულების გახანგრძლივება გაიხსენეთ. მან მოედანსა და მის გარეთ სუპერვარსკვლავის სტატუსი მიიღო, მაგრამ საპასუხოდ ბევრი არაფერი გაუღია. ეს გასახდელში კარგად ვერ მიიღეს. ისტორიულად ასეა: ლიდერებს მეტ თავისუფლებას ანიჭებენ, მითუფრო თუ ისინი გაჭირვების ჟამს გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ოსიმენი გარკვეულწილად გამაღიზიანებლად იქცევა, მაგრამ გადამწყვეტ როლსაც თამაშობს. და კიდევ, ის არის ფიგურა, რომელიც გუნდში კლიმატს ქმნის. მაგალითად, აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ „ჯენოასთან” შეხვედრაში მან ასე ინება (მწვრთნელთან და კლუბთან შეთანხმებით) და სათადარიგოთა სკამზეც კი არ დაჯდა. ამიტომაც ჩანდა კვარა უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და მოტივაციადაკარგული”, — წერს გაზეთი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:14ეს სპონტანური რაიან შერკი
აქეთურ-იქითური05/06/2026 | 12:22ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
