დღე: ოქტომბერი 1, 2023

აუტსაიდერების წრე
ჩანაწერი

აუტსაიდერების წრე

ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“ 27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა. „დინამომ“...

ბაიერნი ბოატენგს იბრუნებს…
ჩანაწერი

ბაიერნი ბოატენგს იბრუნებს…

ჟერომ ბოატენგი „ბაიერნში“ ბრუნდება. 35 წლის მცველი მიუნხენურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის და, დიდი ალბათობით, „ბაიერნი“ მას უახლოეს საათებში ოფიციალურად წარადგენს. ბოატენგი ბოლოს „ლიონში“ თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია, რაც მიუნხენელებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი მცველი ფაქტობრივად, უფასოდ აიყვანოს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდება.

რეალი, ოსიმენი და კვარა
ჩანაწერი

რეალი, ოსიმენი და კვარა

სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ „ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელები უკვე ევროპული ტოპ-კლუბების, მათ შორის „რეალის” ყურადღების ცენტრში არიან. „აძურის” ბოლო წარმატებებმა თავის მხრივ კამპანიელი გულშემატკივარ გამოაცოცხლა. მას მერე, რაც მწვრთნელ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ჰქონდა გაუგებრობები (რასაც კლუბის ტიკ-ტოკზე ნიგერიელის დამცინავი ვიდეოც დაემატა), გუნდმა თვალში გამოიხედა და თითქოს ყველაფერი ახლიდან...

მეკარის შემაძრწუნებელი ტრავმა
ჩანაწერი

მეკარის შემაძრწუნებელი ტრავმა

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა” და „ვაალვიკის” შეხვედრა შეწყდა, რადგან მასპინძელთა ანუ „ვაალვიკის” მეკარემ ეტიენ ვაესენმა 84-ე წუთზე („აიაქსი” 3:2-ს იგებდა) შემაძრწუნებელი ტრავმა მიიღო. ვაესენი ამსტერდამელ ბრაიან ბრობეისთან შეჯახების შემდეგ გონებადაკარგული დაეზღერთა მიწაზე. შეშფოთებულმა ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ უხმეს ექიმებს. 28 წლის მეკარე გაუნძრევლად იწვა. სამედიცინო ჩარევა სასწრაფოდ რომ იყო საჭირო ვაესენის თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ჰენკ ფრეიზერის შეშლილი სახეებითაც...