უეფა-ს შტაბბინაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ასპარეზობას სამი ქართული კლუბი განაგრძობს – თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“.
დინამოელები ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ გადაერთვნენ და ე.წ. „ჩემპიონების გზით“ ასპარეზობენ.
მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე მალტის „ჰამრუნ სპარტანსია“, თუ საქართველოს ჩემპიონმა ეს ბარიერი დაძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და ირლანდიულ „შემროკ როვერსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ტორპედოსა“ და ყაზახური „აქტობეს“ წყვილში გამარჯვებული მესამე ეტაპზე ბულგარეთის ცსკა-სა და რუმინეთის „სეპსის“ შორის მოგებულს ეთამაშება.
ჩვენი მესამე წარმომადგენელი, გორის „დილა“ 27 ივლისს მეორე ეტაპზე უკრაინულ „ვორსკლას“ ხვდება, აქედან გასული კი მესამე ეტაპზე კვიპროსულ აპოელ-სა (სადაც გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობენ) და სერბულ „ვოივოდინას“ შორის უკეთესს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
