ბელგიის ნაკრებთან მატჩისას (2:2) მიღებული ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს საყრდენი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ვეღარ დაეხმარება – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა. „სამწუხაროა, რომ ნიკა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაგვეხმარება, მაგრამ ის გუნდთან ერთად რჩება – ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ...
რეალი ოსიმენს 10 მილიონს სთავაზობს
„რაი სპორტის” ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ გადაცემა La Domenica Sportiva Estate-ში „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ილაპარაკა: „გასულ პარასკევს ჩვენ ვთქვით, რომ რომში გაიმართა აურელიო დე ლაურენტისის პირველი შეხვედრა აგენტ რობერტო კანდელასთან, რომელსაც ფეხბურთელი მეორე მამად მიიჩნევს. ეს შეხვედრა FilmAuro-ში შედგა და ორი საათი გაგრძელდა. მის შესახებ ყველამ დაწერა. როგორც ოსიმენის...
სპალეტი და დე ლაურენტისი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს
დაიწყო შვებულებების პერიოდი და როგორ ფიქრობთ, სად ისვენებს „ნაპოლის” ტრიუმფატორი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ოჯახთან ერთად? თუმცა, სანამ ამას ვიტყოდეთ… …სპალეტიმ „ნაპოლის” 33-წლიანი წვალების შემდეგ ნანატრი სკუდეტო მოაგებინა — ისტორიაში მესამე, რომელსაც კაცმა რომ თქვას არავინ ელოდა. სეზონის ბოლოს კი ჩერტლადოელმა სპეციალისტმა ყველასთვის მოულოდნელად გუნდი დატოვა. მან განაცხადა, რომ ერთი წელი უნდა დაისვენოს. „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო...
ბეტო მომავალი ოსიმენი?
სატრანსფერო სეზონზე „ნაპოლი” შემადგენლობის რევოლუციურ გარდაქმნას არ აპირებს, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონისგან ამა თუ იმ წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა გაგვიკვირდეს. გუნდის მშენებლობა თუ ბიზნესი? ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, თუმცა პრეზიდენტი რომ უპირველეს ყოვლისა ძლიერი შემადგენლობის შენარჩუნებას აპირებს, ესეც ცნობილია. ბოლო...
ლიპოს ვერცხლი
მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გამართულ გრანდ სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი ჩავიდა და კვარცხლბეკზე მხოლოდ ერთი მათგანი ავიდა. როგორც „ჩვევია“, ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებურმა გერმანელი კილიან კაპელმერი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და იაპონელი აარონ ვულფი მიყოლებით დაამარცხა. ფინალში ლიპო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაეჭიდა. მონღოლმა ძიუდოისტმა ჩვენებური კონტრილეთზე...
ქართველებმა სამხრეთ აფრიკა გააოცეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძელ თანატოლებთან 23:33 კი დათმეს, მაგრამ მსოფლიო რაგბის ამ ფორუმზე ფურორი ნამდვილად მოახდინეს. ჩვენს ბიჭებს ოდნავ რომ გამართლებოდათ და „პატარა ქურციკთა“ მგეზავ იან სმითს ოდნავ ნაკლები სიზუსტით ერტყა კარში, ანგარიში სულ სხვაგვარი იქნებოდა. სამხრეთაფრიკელმა 7-ჯერ დაარტყა ქართულ კარში და ყველა ზუსტად. სმითმა მასპინძელთა სამივე ლელო...
მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიას ქმნის
გიორგი მამარდაშვილს საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდებული დებიუტი ჰქონდა. „ვალენსიას” მეკარემ თბილისში, პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ბელგიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფრის წყალობით საქართველოს გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერობს. ქართველებმა შეხვედრა სიხარულის ცრემლით დაასრულეს. მიზეზი: გოლი, რომლის წყალობითაც შეხვედრა ფრედ დასრულდა გიორგი გულიაშვილმა 87-ე წუთზე გაიტანა. ახლა ისინი A...
ნაპოლის კუბო უნდა?
spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სატრანსფერო ციებ-ცხელება თანდათანობით მწვერვალს უახლოვდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ირვინგ ლოსანოს შემცვლელის პოვნაა. მექსიკელი გარემარბის შეძენით არაბული კლუბები არიან დაინტერესებულები. ისინი ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ჩაკი” წინადადებებს განიხილავს, „ნაპოლი” კი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ლოსანო გაიყიდება, „პარტენოპეელები” „რეალ სოსიედადიდან” ტაკეფუსა კუბოს გადმობირებას შეეცდებიან...
რეკორდი და ფრე…
საქართველოში მიმდინარე 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და ბელგიის ნაკრებთან ფრედ, 2:2 ითამაშა. დავიწყოთ იმით, რომ შეხვედრას 41 886 მაყურებელი დაესწრო და 1996 წლის ფინალის (ესპანეთი-იტალია, 34 600) რეკორდი მოხსნა. რამაზ სვანაძემ სასტარტოში ზედმეტად ფრთხილი შემადგენლობა დააყენა, მაგრამ ამ სიფრთხილემ არ გაჭრა – ბელგიელები უკეთესად თამაშობდნენ, ჩვენებს კი შეტევებში გადასვლა უჭირდა. გვქონდა...
გაიყიდება ლობოტკა?
იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც „ნაპოლი” მესამე სკუდეტომდე მიიყვანეს, სამხრეთ კორეელი მცველი კიმ მინ-ჯაე ფაქტობრივად უკვე გადასულია, ვიქტორ ოსიმენის შესახებ კი დღე არ გავა რამე არ დაიწეროს. და აი, ბოლო ცნობების თანახმად უცხოური კლუბების გვარიანი ინტერესის საგანს ნახევარდაცვის ბურჯი სტანისლავ ლობოტკაც წარმოადგენს. მისი შეძენით საუდის არაბეთისა და პრემიერლიგის კლუბები ყოფილან დაინტერესებულები. calciomercato-ს ინფორმაციით ინგლისელებიდან ყველაზე მეტად „ნიუკასლი”...









